სიახლეები
სკოლები

სავანეთის საჯარო სკოლის ეზოში პროექტის - SHE's GREAT! ფარგლებში ფესტივალი გაიმართა
30-06-2021
-
+


29 ივნისს, ბოლნისის მუნიციპალიტეტ სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში პროექტის -  SHE's GREAT! ფარგლებში ფესტივალი გაიმართა. 

აღნიშნული ფესტივალით პროექტის პირველი ეტაპი დასრულდა. პროექტის ფასილიტატორები არიან გვანცა დავითელაშვილი და თემურ სუყაშვილი.

პროექტის - SHE's GREAT! მიზანია გარდაქმნას არსებული გენდერული სტერეოტიპები, ხელი შეუწყოს  ინკლუზიური საზოგადოების შექმნას, ლიდერული უნარ-ჩვევების განვითარებას. ამ პროგრამის ფარგლებში 8 ტრენინგი ჩატარდა, რომელიც 2020 წლის თებერვლამდე გაგრძელდება.

პროგრამის მიმდინარეობისას იგეგმება ბანაკი, ექსკურსია და ა. შ. მოსწავლეებს  ეძლევათ საშუალება აითვისონ  ტექნიკური უნარები, იყვნენ კომუნიკაბელურები, შეძლონ პრობლემების გადაჭრა და ცოდნის ტრანსფერი.

ფესტივალი  სავანეთის სკოლის ეზოში გაიმართა, სანახაობა იყო საინტერესო, გაფორმება კი - ორიგინალური. იგი გახსნა პროექტის მენტორმა ლამზირა ოსეფაშვილმა. ფესტივალის მიმდინარეობისას გამოყენებული იქნა სხვადასხვა აქტივობები, როგორიცაა: სპექტაკლი, პრეზენტაცია, მედიარესურსის ჩვენება და ა. შ

სავანეთის სკოლის დირექტორმა ინგა მიქელაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა იმ ცვლილებების შესახებ, რომლებიც ტრენინგის გავლის შემდეგ მოსწავლეებს ეტყობათ.  

პროექტის ფასილიტატორემა უზრუნველყვეს დამსწრე საზოგადოების, თემის წევრების, მოსწავლეების მომარაგება ფუშეტით, ნამცხვრით, ტკილეულით,  ბოლოს კი ერთობლივად გაიჭრა ტორტი.  

სამოქალაქო კლუბში გაწევრიანებულ ყველა მოსწავლეს გადაეცა სერტიფიკატი  და დაურიგდათ წიგნები. მოსწავლეებმა მოხატეს   მაისურები და საჩუქრად გადასცეს თემის წევრებს. პულივიზატორით გააფორმეს სკოლის კედლები, კიბეებზე  ფერადი ცარცით დაწერეს გენდერთან  დაკავშირებული სლოგანები.

„საერთო ჯამში ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა, რასაც ხელს უწყობდა სასურველი, ჯანსაღი, მშვიდობიანი, პოზიტიური გარემო. პროექტის ფასილიტატორებმა აღნიშნეს, რომ  საქართველოს 5 სკოლიდან სავანეთის საჯარო სკოლა ერთ-ერთიაა, რომელიც აღნიშნულ პროექტში ჩაერთო“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

რომელ დღეებში არ გადაიხდით თანხას მგზავრობაში - სააღდგომოდ ტრანსპორტი თბილისში გახანგრძლივებული დროით იმუშავებს

გაწვიმდება თუ არა აღდგომას - პროგნოზი რეგიონების მიხედვით 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება