სიახლეები
სკოლები

„ჩვენ გამოწვევები შესაძლებლობად ვაქციეთ“ - მანანა ხობელია, ფოთის N12 საჯარო სკოლის პედაგოგი
30-06-2021
-
+


2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

ფოთის N12 საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა ხობელია etaloni.ge-სთან  2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.

„ისევე, როგორც ყველა სკოლისთვის, ჩვენი სკოლისთვისაც 2020-2021 სასწავლო წელი გამოწვევებით იყო სავსე. პანდემიამ სასწავლო პროცესი ვირტუალურ სივრცეში გადაგვატანინა; მოსწავლეები და მასწავლებლები უშუალო ურთიერთობებს მოკლებულნი ვიყავით... რთული იყო მშობლებისთვისაც - სხვა ელფერი შეიძინა მოსწავლეთა მიღწევების შეფასების პროცესმა და ა.შ. შეიძლება ითქვას, სასკოლო ცხოვრება მთლიანად შეიცვალა.

ახლა, როდესაც სასწავლო წელი დასრულებულია და შედეგებს ვაანალიზებთ, აღმოჩნდა, რომ ჩვენ შევძელით, გამოწვევები ახალ შესაძლებლობებად გვექცია. მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების შექმნა, გაზიარება, გამოყენება და დანერგვა, პროექტული სწავლების  ახალ სიმაღლეზე აყვანა, მოსწავლეთა საჭიროებების კვლევა, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის  ახალი სკოლის მოდელის მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა, მშობელთა ჩართულობის გაზრდა ეფექტიანი თანამშრომლობის ჩამოყალიბების მიზნით... ამ და სხვა უამრავი აქტივობის შედეგად მივიღეთ ის, რომ წელს სკოლა გახდა ევროპული დემოკრატიული სკოლების ქსელის წევრი, რაც დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს, შესაძლებლობაა ჩვენი სკოლისათვის;

შეუძლებელია, არ აღვნიშნო, რომ გაიზარდა  წარმატებულ მოსწავლეთა რიცხვი, პედაგოგთა აბსოლუტური უმრავლესობა აქტიურად არის ჩართული სასკოლო ცხოვრებაში და იღებს პასუხისმგებლობას სკოლის მომავალზე.  სკოლის საზოგადოება-მოსწავლე, მშობელი, მასწავლებელი - დემოკრატიული სკოლის ჩამოყალიბების საქმეში უშუალო მონაწილე და
აქტორია.

წელს სკოლამ მადლობის სიგელები და ერთჯერადი პრემია - 100 ლარის ოდენობით, გადასცა პედაგოგებს: შორენა ხახუბიასა და ნანა გალდავას სასკოლო ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ასევე მადლობის სიგელები გადაეცათ ზურაბ ჩანგელიას, ნანა სესკურიას, ანჯელა ვლასენკოს, სალომე ჯუღელს, ნინო ქოიავას, შორენა ჩარტიას, შუშანიკ ლოჩოშვილს“.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება