მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ნოშრევან ჯიშკარიანის სახელობის, მარტვილის მუნიციპალიტეტის, ზედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის დირექტორი, მანანა შავდია etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„2020-2021სასწავლი წელი მარტივი არ ყოფილა, თუმცა საბედნიეროდ, გვქონდა მხოლოდ წერტილოვანი შეზღუდვები კლასში და მხოლოდ ასე უწევდათ კლასებს დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა; ვატარებდით დზინფექციას, ვიცავდით ნორმებს, უმაღლეს დონეზე ვატარებდით სხვადასხვა ხსნარებით დასუფთავებას, 2 საათში ერთხელ ვანიავებდით საკლასო ოთახებს; საბედნიეროდ, იმ ფონზე, რაც ირგვლივ ხდებოდა პანდემიიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა რომ კარგად დავძლიეთ ეს სასწავლო წელი და შევძელით სკოლაში სიარული.
მშობელთა ჩართულობას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ძალიან გაზრდილია მათი სასკოლო ცხოვრებაში ჩართულობა, მოგეხსენაბთ ვიზიტები არ ხდება სკოლებში - ამ საკითხს პროტოკოლი არეგულირებს, მაგრამ სპეცოთახი გვქონდა გამოყოფილი მშობელთთავის,რომლებსაც მორიგე მასწავლებელი ხვდებოდა შესასვლელში და თუ ვინმეს უნდოდა დამრიგებლის ნახვა, შეხვედრა სპეციალურად გამოყოფილ ოთახში ხდებოდა,
ჯამში, პანდემიიდან გამომდინარე ვიტყვი, რომ ძალიან კარგად დავასრულეთ ეს სასწავლო წელი, დიდი იმედით ველით, რომ ასევე მშვიდობიანდ დავიწყებთ სექტემბერში ახალ სასწავლო წელს“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.