მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
პედაგოგებს კი, რომლებიც დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.
თბილისის N129 საჯარო სკოლა, ისევე, როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.
თბილისის N129 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „დედამიწელებმა“ მოაწყო პრეზენტაცია - „ჭარბტებიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის“ შესახებ. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა ჭაობებისა და ჭარბტენიანი ეკოსისტემების მნიშვნელობის ღრმად გააზრებას, ზოგადად, როგორც გარემოსთვის, ასევე გადამფრენი ფრინველებისა და ეკოტურიზმის განვითარებისათვის, რომელიც თავის მხრივ, ლოკალურ ეკონომიკას აძლიერებს. პროექტის ფარგლებში, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დაიბეჭდა ბროშურები, რომელთა წარდგენაც საზოგადოებისათვის პრეზენტაციასთან ერთად მოხდა. პროექტზე იმუშავეს X¹ კლასის მოსწავლეებმა: რეზი ჩაჩავამ, თამარ ტიკურიშვილმა, თამარ ჯალაბაძემ, სალომე ქუთათელაძემ, ხათუნა ოზმანიანმა და ანა რაჭველიშვილმა. პროექტის ხელმძღვანელი გახლავთ გეოგრაფიის პედაგოგი ქეთი ქერაშვილი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
კიდევ ვინ მიიღებს ფულადი ჯილდოს
დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მიმართ შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციულ ქმედებებს
გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ურავლის საჯარო სკოლას დირექტორი სოფიო გელაშვილი პასუხობს
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ნოღის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი თეთრიკო პაპავა პასუხობს
კონკურსში მოსწავლეთა მონაწილეობას ხელმძღვანელობდა ხელოვნების მასწავლებელი, ქეთევან ჩიქვანაია