| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

სასწავლო წელი დასრულდა, თუმცა პედაგოგებისთვის მასწავლებლის სახლი საგნობრივ ტრენინგებს ატარებს და დიახ, მათზე დასწრება პედაგოგებისთვის სავალდებულოა.
გასაგებია, რომ არდასწრების შემთხვევაში, მათ არავინ დასჯის და „არებსაც“ არავინ დაუწერს, თუმცა რეფორმისა და ახალი სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, მათ მიმართ გარკვეული მოთხოვნები არსებობს - სხვაგვარად სასწავლო პროცესის წარმატებით წარმართვას ვერ შეძლებენ.
აქედან გამომდინარე, უნდათ თუ არა, პედაგოგები ამ ტრენინგებს ესწრებიან, მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, სასწავლო წელი დასრულებულია და ლოგიკურად ჩნდება კითხვა - ირღვევა თუ არა მასწავლებლების უფლებები იმ დროს, როდესაც არდადეგების პერიოდში მათ ტრენინგებზე დასწრებას ავალდებულებენ?!
საქმე ის გახლავთ, რომ ოფიციალურად, პედაგოგებს შვებულება 5 ივლისიდან ეწყებათ, ამ პერიოდში კი ტრენინგებიც დასრულებული უნდა იყოს და შესაბამისად, არანაირი კანონდარღვევა არ ხდება ოფიციალური სტრუქტურების მხრიდან. ასე რომ, სავალდებულო ტრენინგებზე დასწრებით, მასწავლებლების შრომითი უფლებები არ ილახება.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს