სიახლეები
სიახლეები

ნაშრომები კარანტინში 1 დღით შეინახება, გამოცდის შედეგები არ დაიგვიანებს - რატომ არ თანაბრდება დამატებითი სესიის ქულები?
30-06-2021
-
+


ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ, პირველი ივლისიდან იწყება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ etaloni.ge-სთან დეტალურად ისაუბრა დამატებით საგამოცდო სესიებთან დაკავშირებით და განმარტა, რატომ არ ხდება ქულის გათანაბრება ამ სესიაზე გასული აბიტურიენტებისთვის, როდემდე გადაიწევს საგამოცდო პროცესი და რა გავლენას მოახდენს ზოგად სურათზე აპლიკანტებისთვის მიცემული დამატებითი შანსი.

- დამატებით საგამოცდო სესიაზე გამოყენებულ ტესტში მიღებული ქულები რომ არ გათანაბრდება იქნება ეს უფრო ნათლად განმარტოთ. რა მიზეზით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება და ხომ არ იჩაგრებიან ეს აპლიკანტები?

- იმისათვის, რომ ქულის გათანაბრება მოხდეს უნდა არსებობდეს რამდენიმე პირობა. ერთი არის ის, რომ აბიტურიენტების რაოდენობა უნდა იყოს შესაბამისი. ამ შემთხვევაში გათანაბრება ამ პატარა ჯგუფზე ვერ მოხდება, რადგან აბიტურიენტების რაოდენობა იქნება ძალიან მცირე. ეს არის ერთი მიზეზი, რის გამოც ტექნიკურად ვერ მოხდება გათანაბრება. მეორე მიზეზი არის ის, რომ გათანაბრებას აზრი რომ ჰქონდეს და ვალიდური იყოს, ამისთვის აუცილებელია, შერჩევა იყოს შემთხვევითი. ანუ ჩვენ ხომ ვარიანტების მიხედვით შემთხვევით ვარჩევთ აბიტურიენტებს და ამ შემთხვევაში, შემთხვევითობა ვერ მოხდება, რადგან კონკრეტული აბიტურიენტების ჯგუფი იქნება. ვიცით ზუსტად, ვინ იქნებიან ამ დამატებით სესიაზე. თუ ყველა ამ პირობას დავარღვევთ და მაინც გავათანაბრებთ, სწორედ მაშინ შეიძლება დაიჩაგროს აბიტურიენტი, ამის შესაძლებლობა მაშინ უფრო დიდია. ფსიქომეტრიკოსების ჯგუფმა, რომელიც ჩვენ გვყავს მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველაზე სამართლიანი ამ შემთხვევაში იქნებოდა ის, რომ არ გაგვეთანაბრებინა [ეს შედეგები].

- დამატებით სესიაზე გამოსაცდელებისთვის ტესტის ახალი ვარიანტი იქნება ყველა საგანში?

- დამატებით სესიებზე იქნება მხოლოდ ერთი ახალი ვარიანტი, რომელიც რა თქმა უნდა,  განსხვავებული იქნება.

- თუ გავითვალისწინებთ დამატებითი სესიების ჩატარების ვადებს, გამოდის სავარაუდოდ 15 აგვისტოსთვის უნდა დამთავრდეს გამოცდები...

- დიახ, ეს მაინც დამოკიდებულია იმაზე, როდის დაინფიცირდება აპლიკანტი და როდის გავა 14 დღე. იმედი გვაქვს 15-სთვის მოვრჩებით, თუმცა ზუსტად არ ვიცით.

- იქონიებს თუ არა შედეგების გამოცხადებაზე გავლენას დამატებითი სესიების ჩატარება?

- გამოცდის დასრულების შემდგომ, კარანტინის პერიოდის დასრულებისთანავე იწყება ნაშრომების გასწორება. ეს პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, მით უმეტეს ქართულის გამოცდა, რომელსაც ყველა აპლიკანტი წერს. პროცესია, ამიტომ სანამ ეს პროცესი ბოლოსკენ წავა მანამდე დამატებით სესიაზე გასული აპლიკანტების დაწერენ გამოცდას და ამაზე  გავლენას არ იქონიებს. ეს რომ არ იყოს 14 დღე და იყოს ერთი თვე, მაშინ კი ბატონო, მაგრამ ამ შემთხვევაში არა.

- რამდენ დღიან კარანტინს გადის ნაშრომები სანამ გამსწორებლამდე მივა?

- კარანტინი გასულ წელს იყო ორ დღიანი, თუმცა წელს შევამცირეთ ერთ დღემდე. ახალი რეკომენდაციებით შეგვიძლია, ნაშრომები მხოლოდ ერთი დღე დავაყოვნოთ.

იხილეთ ასევე:

ფოტოები საგამოცდო სექტორებიდან: ნახეთ განსხვავებული ოთახები აპლიკანტებისთვის, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ

აბიტურიენტების ნაწილი უმაღლესში ნედლი ქულით ჩაირიცხება და მათი ქულები არ გათანაბრდება

რა უნდა იქონიოთ გამოცდაზე, რა შემთხვევაში მიიღებთ გაფრთხილებას და მოიხსნებით ტესტირებიდან - „ნაეკი“ აპლიკანტებს აფრთხილებს


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და  „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს

„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

რა ინიციატივით გამოვიდა ალექსანდრე წულაძე და რა ცვლილების შეტანა სურს მას სასწავლო პროგრამაში 

სამინისტრო სკოლებში გამოცდებს აბრუნებს - როგორ იმოქმედებს ქულები მოსწავლეთა აკადემიურ მიღწევებზე

პიროვნება
სასკოლო საზოგადოების სიძლიერე გულისხმობს კოლეგიალურობას და გუნდურ მუშაობას
სკოლები

მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს 

მოსწავლეებმა მრავალმხრივი, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს

მოსწავლეებმა მუზეუმში ლადო ასათიანის ლექსები წაიკითხეს

საინტერესო
„საბაზო საფეხურის მოსწავლეები სპექტაკლს დგამენ, დაწყებითი კლასების მოსწავლეები კი, საინტერესო საახალწლო აქტივობებს გვპირდებიან“

6 ყველაზე რთული გამოცდა მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების პროცესში ნაბიჯები გადაიდგა, ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა 

ზარდების ემოციური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა ხშირად იცვლება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ქცევასა და სწავლის უნარზე

სიახლეები
საზოგადოება