მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. რეგისტრაცია 08:00 საათიდან მიმდინარეობს და 9 საათზე დასრულდება. ამ წუთებში აბიტურიენტები საგამოცდო ცენტრებში შედიან. ისინი დისტანციის დასაცავად, სპეციალურად მონიშნულ ადგილებზე დგანან.
დღეს აბიტურიენტები ტესტს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ოსურ და აფხაზურ ენებში დაწერენ. გამოცდა 09:00 საათზე იწყება და 13:00 საათზე დასრულდება.
გამოცდები მთელი საქართველოს მასშტაბით, 11 ქალაქში 25 საგამოცდო ცენტრში ტარდება. ესენია: ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი, ოზურგეთი, ქუთაისი, ახალციხე, გორი, თბილისი, რუსთავი, თელავი და ხულო.
ყველა ცენტრი აღჭურვილია საჭირო ინფრასტრუქტურით. საგამოცდო ცენტრების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. ამასთან, პანდემიის გამო წელს დამატებითი წესები მოქმედებს.
საგამოცდო სექტორებში დამონტაჟებულია კამერები, ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსკრინინგის მოწყობილობით, დეზობარიერებით. ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.
აბიტურიენტებს პირბადე შესვლიდან დაწყებული მთელი ტესტირების განმავლობაში უნდა ეკეთოთ. კონდიციონერი ოთახებში 30 გრადუსის და უფრო მაღალი ტემპერატურის დროს ჩაირთვება.
იხილეთ ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი:
1 ივლისი, 2 ივლისი, 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ქართული ენა და ლიტერატურა;
1 ივლისი (პირველი სესია) - ოსური ენა;
1 ივლისი (პირველი სესია) - აფხაზური ენა;
6 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
6 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
6 ივლისი (მეორე სესია) - ფრანგული ენა;
7 ივლისი (პირველი სესია) - რუსული ენა;
7 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
8 ივლისი (პირველი სესია) - გერმანული ენა;
8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ინგლისური ენა;
9 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - მათემატიკა;
12 -13 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ისტორია;
14 ივლისი (მეორე სესია) - ბიოლოგია;
15 ივლისი (მეორე სესია) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება;
15 ივლისი (მეორე სესია) - ქიმია;
16 ივლისი (მეორე სესია) - გეოგრაფია;
19 ივლისი (პირველი და მეორე სესია) - ზოგადი უნარები;
20 ივლისი (პირველი სესია) - ფიზიკა;
20 ივლისი (პირველი სესია) - ლიტერატურა;
20 ივლისი (მეორე სესია) - ზოგადი უნარები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სსუ-ს რექტორმა ზურაბ ხონელიძემ და „ეტალონისა" დამფუძნებელ გოჩა ტყეშელაშვილმა შეხვედრაზე ერთობლივ გეგმებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს
„ჩემი ყოველდღიური მოტივაციაა მოსწავლეთა თვალებიდან წამოსული სითბოა, რაც მაგრძნობინებს მათ მზაობას ჩემს მოსასმენად“
მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო თემებზე კითხვები დაუსვეს და ამომწურავი პასუხები მიიღეს
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას და სასწავლო პროცესში ჩართულობის გაზრდას ხელს უწყობს