მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ხეოთის საჯარო სკოლის მოსწავლეები კონკურსში - „ნუშების თოვლი“ წარმატებული მონაწილეობისთვის სიგელებით დაჯილდოვდნენ. ნიჭიერი მოსწავლის - ბარბარე ალავიძის მიერ დაწერილმა ლექსმა ჟიურის მოწონება დაიმსახურა და გაზეთში დაიბეჭდა.
„მიეცით ნიჭსა გზა ფართო!“
უსაზღვროა ჩვენი სკოლის მოსწავლეების ნიჭიერება და შემოქმედების უნარი... მათ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცეს საქართველოს იაკობ გოგებაშვილის სახელობის პედაგოგთა კავშირის მიერ ორგანიზებულ კონკურსში - „ნუშების თოვლი“, ჩვენმა ოთხმა მოსწავლემ: ბარბარე ალავიძემ (VII კლასი), მარიამ გვრიტიშვილმა (X კლასი), სოფიო კოჟორიძემ (X კლასი) და გვანცა ბექაურმა (XI კლასი) მიიღო მონაწილეობა და სიგელები დაიმსახურეს.
მათ შორის ბარბარე ალავიძის მიერ დაწერილმა ლექსმა „ნუშების თოვლი“, დიდი მოწონება დაიმსახურა ჟიურის მხრიდან და გაზეთ „ლიტერატურულ მესხეთშიც“ დაიბეჭდა.
კიდევ ბევრი წარმატება ლამაზო ქალბატონებო!“- წერია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.