მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის 4 მოსწავლე პროექტში „მომავალ მეწარმეთა სკოლა“ აქტიურად ჩაერთო. ესენი არიან: მარიამ ნუცუბიძე (Xგ კლასი), ნინი კუბლაშვილი (Xგ კლასი), რატი გრძელიშვილი (Xბ კლასი) და გიორგი ქავთარაძე (IX კლასი).
„მომავალ მეწარმეთა სკოლის“ მონაწილეებს სასწავლო მასალა და სერტიფიკატები გადაეცათ.
პროექტის მიზანი იყო ახალგაზრდებში მეწარმეობის უნარების განვითარება და სრულყოფა.
მოსწავლეებმა სიამოვნებით მოისმინეს თემები:
• ბიზნეს პროექტი და მისი მნიშვნელობა, ძირითადი ეკონომიკური პრინციპები.
• სამეწარმეო რესურსები და ურთიერთობა მომხმარებელთან.
• გადასახადები და რეგულაციები.
• სამეწარმეო სფეროები და ქართული ბიზნეს-სექტორის სტატისტიკა.
• მსოფლიო ეკონომიკა და საქართველო - იმპორტ-ექსპორტის სტატისტიკა.
სასწავლო მოდული 14-საათიან სწავლებას გულისხმობდა და მოიცავდა როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ სწავლებას.
პროექტის ორგანიზატორები იყვნენ:
• ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველო;
• სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი, საქართველო;
• ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი თავისუფლებისთვის, გერმანია.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.