მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ორიოდე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ პანდემიის პირობებში მოგვიწევდა ცხოვრება და განათლების მიღება, თუმცა საამაყო ისაა, რომ არსებულმა გამოწვევებმა ვერც მასწავლებლებს შეუშალა ხელი, მოსწავლეებისთვის საფუძვლიანი განათლება მიეცათ, ვერც სწავლასმოწყურებულ მოსწავლეებს - ფართოდ შეეღოთ ცოდნის კარი და მშობლიური სკოლისთვის სახელი გაეთქვათ.
დღეს გვინდა, გაგაცნოთ გიორგი თვარაძე, ქუთაისის N4 საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე, რომელიც კვლევისა და საკითხის სიღრმისეულად შესწავლისადმი ინტერესს ჯერ კიდევ ბავშვობიდან ავლენდა; გიორგის განსაკუთრებით უყვარს გეოგრაფია, მუდამ აგროვებს ინფორმაციას მზის სისტემის, პლანეტების, დედამიწის შესახებ და გეოგრაფიის მასწავლებელს, ფატიმა ბალანჩივაძეს გვერდიდან არ შორდება, რათა მეტი შეიტყოს საყვარელი საკითხის შესახებ.
დაუღალავმა ერთობლივმა შრომამ შედეგი გამოიღო - გიორგიმ წარმატებით გაიარა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის პირველი და მეორე ტური გეოგრაფიაში, სიგელიც დაიმსახურა და სკოლის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, გაემგზავრა თბილისში, მესამე ტურზე.
„ვულოცავთ გიორგის წარმატებას - მან მონდომებითა და ძალისხმევით მიაღწია შედეგს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.