მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის მეორე სესიიდან პირველი აბიტურიენტები უკვე გამოდიან და საგამოცდო საკითხებთან ერთად, ცენტრში არსებულ გარემოსა და პირბადით გამოცდის წერის სირთულეებზეც გვესაუბრებიან.
„არგუმენტირებული ესე ეხებოდა, ლიტერატურის როლს პიროვნების ჩამოყალიბებაში. თემა ერთი ვაჟა-ფშაველას „ბახტრიონი“ იყო. ვერ ვიტყვი, რომ მარტივი იყო, თუმცა ყველაფერი დავწერე“ - გვითხრა 177- საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აპლიკანტმა.
„ზუსტად არ მახსოვს ესეს სათაური, ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ, როგორ მოქმედებს ადამიანის გონების განვითარებაზე ლიტერატურა, ამაზე უნდა გემსჯელა. თემები ერთი „ბახტრიონი“ იყო, მეორე გეგეშიძის „შურისძიება“. რედაქტირება ნინო ყიფიანის ბიოგრაფიაზე იყო.
გამოცდას რთულად ნამდვილად ვერ შევაფასებ, მაგრამ ოთახში საკმაოდ ცხელოდა. კონდენციონერი ჩართული იყო, მაგრამ ძალიან დაბალზე და მაინც ცხელოდა. პირბადით წერა ძალიან გამიჭირდა, რადგან ზოგადად ვერ ვსუნთქავ ნორმალურად. ექიმთანაც ჩავედი, რომ გულისთვის დამამშვიდებლად რამე მოეცა. ახლა თავს გაცილებით კარგად ვგრძნობ“,- გვითხრა აპლიკანტმა.
„ყველაზე რთული მაინც პირბადით ჯდომა და ისე მუშაობა იყო. საკითხები არ გამჭირვებია, უბრალოდ პირბადით ყოფნა ამდენი ხანი ძალიან რთული იყო. ჩემს საგამოცდო ოთახში კონდიციონერი ჩართული იყო და სიცხეს არ შევუწუხებივარ“,- გვითხრა აბიტურიენტმა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე