მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
პანდემიის გამო, საქართველოს საგანმანათლებლო სისტემა არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არც ისაა მარტივი, ასეთ ვითარებაში საკუთარ პროფესიას ბოლომდე უერთგულო, თუმცა, ჩვენი პედაგოგები დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე ორიენტირებულები, თავს არ ზოგავენ - მოსწავლეებს მისცენ ხარისხიანი განათლება. სწორედ ასეთი თავდადების მაგალითია ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, ახალშენის N2 საჯარო სკოლა. სასწავლო წლის დასრულებამდე მოსწავლეები ჩართულები იყვნენ სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესში და სხვადასხვა აქტივობასაც დიდი წარმატებით ახორციელებდნენ.
რაც მთავარია, მოსწავლეები ჩართულები არიან არაფორმალური განათლების პროექტებში და ყველაზე მზრუნველი izrune.ge-ს ტესტებსაც წარმატებით გადიან. რატი კიკნაძემ, ახალშენის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ izrune.ge-ს საზაფხულო პროექტში „გაიცანი საქართველო“, ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და დიპლომიც დაიმსახურა.
„უკვე იცნობთ, ბეჯით და მოტივაციით აღსავსე რატი კიკნაძეს, რომელიც სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლის წარმატებული მოსწავლეა. რატის ტესტებში ამჯერადაც ბრწყინვალე შედეგი აქვს! უყვარს, როდესაც ამეცადინებ. ინტერესი აქვს სწავლის. ამასთანავე, ერთობა სხვადასხვა თამაშებით, ფეხბურთით. რაც მთავარია, დამჯერი და დამყოლი ბავშვია“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.