მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
სენაკის მუნიციპალიტეტის, კოტიანეთის საჯარო სკოლის დირექტორი, მაია ადამია etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„ვერ გეტყვით, რომ 2020-2021 სასწავლო წელი არ იყო რთული - პანდემიიდან გამომდინარე, გამოწვევებით იყო სავსე, თუმცა ღირსეულად გავუმკლავდით ყველა წინააღმდეგობას, შევასრულეთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამა და სასურველ შედეგზეც გავედით.
მოგეხსენებათ, ჩვენ მხარეში იყო კოვიდაფეთქებები და ამის გამო, დისტანციურ რეჟიმში მოგვიწია სასწავლო პროცესის წარმართვა, თუმცა, როგორც დირექტორს, მეამაყება, რომ გვყავს წარმატებული პედაგოგები, წამყვანიც, უფროსებიც, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ კარიერულ წინსვლასა და პროფესიულ განვითარებაზე.
მართალია, ჩვენი სკოლა დაწყებითია, ამის გამო აბიტურიენტები არ გვყავს, მე კი სრულად საქართველოს აბიტურიენტებს და ასევე პედაგოგებს, რომლებიც გამოცდაზე გადიან, ვუსურვებ წარმატებას“.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.