მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ხობის მუნიციპალიტეტის, გურიფულის საჯარო სკოლის დირექტორი, გრიგორ იობაძე etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
„ზოგადად, ბევრი გამოწვევა იყო 2020-2021 სასწავლო წელს, რომელსაც კარგად გავართვით თავი, არც დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა დაგვჭირდა, რადგან, მოგეხსენებათ, მცირეკონტიგენტიანი სკოლა ვართ და რეგულაციებსაც ზედმიწევნით ვიცავდით.
ჩემთვის, როგორც სკოლის დირექტორისთვის, საამაყოა, რომ გვყავს წარმატებული მოსწავლეებიც - საბაზო სკოლა ვართ და უფრო მეტ წარმატებას ველით მომავალ წელს; მით უმეტეს, ჩვენი პედაგოგები მუდმივად და აქტიურად ცდილობენ განვითარებას, რასაც კიდევ ეერთხელ ადასტურებს ის, რომ მაძიებელი მასწავლებლი უფროსის სტატუსზე წარვადგინეთ“.
ღონისძიებები გვქონდა მოკრძალებულად, ასევე მივიღეთ კონკურში მონაწილეობა „ეკო გმირი“
ბოლოს სრულიად საქართველოს აბიტურიენტებს ვუსურვებ ჯერ წარმატებით ჩაბარებას, შემდეგ ვურჩევდი არ დაკარგონ დრო და მაქსიმალურად ისწავლონ რასაც ასწავლიან. მთავრობას კიდევ ვურჩევ კვლევითი ინსტიტუტი გახსნან, ეს აუცილებელი და საჭიროა.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.