მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში ჩატარდა, რომელშიც პედაგოგები ჩაერთვნენ. თამაში მოაზროვნეების სასარგებლოდ 6:3 დამთავრდა. მასწავლებლები ბავშვებს საინტერესო კითხვებისთვის მადლობას უხდიან.
„ლამაზი, აზარტული და საინტერესო დღე გამოვიდა. მოსწავლეებმა ინტელექტუალური თამაშში „რა? სად? როდის“ მასწავლებლები ათამაშეს: ნოდარ ბუცხრიკიძე (გუნდის კაპიტანი), ია კვატაია, ელისო სურამელი, ნინო გვენეტაძე, ხათუნა ფოცხვერაშვილი და ლია ვაშალომიძე. თამაშის წამყვანი გახლდათ ქრისტინა გიორგაძე-2020-2021 სასწავლო წლის საუკეთესო მოაზროვნის ტიტულის მფლობელი, ხოლო თამაშის სტუმარი-ზურა ბასილაია, რომელიც ამავდროულად ამ არაჩვეულებრივი ინიციატივის ავტორიცაა.
თამაშის ორგანიზებაში აქტიურად მონაწილეობდა გიორგი მუმლაძე. თამაში მოაზროვნეების სასარგებლოდ 6:3 დამთავრდა.
მადლობა ჩვენს არაჩვეულებრივ მოსწავლეებს საინტერესო და მართლაც კომპეტენტური კითხვებისთვის. თქვენ და თქვენი მეგობრები ძალიან ეამაყებით სკოლას“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.