მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.
ვანის მუნიციპალიტეტის, დუცხუნის საჯარო სკოლის დირექტორი, თეა თვალაბეიშვილი etaloni.ge-სთან 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს, რომელიც სკოლის ხელმძღვანელებმა, პედაგოგებსა და მოსწავლეებთან ერთად, ღირსეულად ჩაამთავრეს.
- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?
- სკოლებისთვის გამოწვევა წელს პანდემია იყო, მაგრამ გავუძელით, აქტიურად ჩავერთეთ სასწავლო პროცესებში, ღირსეულად გადავლახეთ სირთულეები, მათ შორის, ზოგიერთი მოსწავლე ინდივიდუალურად იყო სწავლების პროცესში ჩართული... აქედან გამომდინარე, გვინდა, უკეთესი იყოს მომავალი სასწავლო წელი და ჩვენც მეტი შემართებით, მეტი ენთუზიაზმით დავუბრუნდებით მშობლიური სკოლის კედლებს. მთავარია, უკვე გვაქვს გამოცდილება და პანდემია ვეღარ იქნება ხელშემშლელი და ჩვენც ვეცდებით, მაღალი შეფასება დავდოთ.
- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?
- ჩვენი სკოლა მცირეკონტინგენტიანია, მშობელბთან ხშირი კონტაქტი გვაქვს და დიდი ხანია, ასე ვთანამშრომლობთ. პანდემიის პერიოდშიც, თუკი რაიმე პრობლემა იყო, აქტიურად იყვნენ მშობლები ჩართულები და ძალიან გვეხმარებოდნენ.
- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?
- სკოლაში სამი სერტიფიცირებული პედაგოგია, ორს ჩაბარებული აქვს საგნობრივი და უნარების გამოცდა, დარჩენილი აქვს ტრენინგები, სამნი გავდივართ გამოცდაზე. მე დაწყებითების კომბინირებულ გამოცდას ვაბარებ, ორი პედაგოგი კი - უნარებსა და საგანს. რჩევას რაც შეეხება, საკუთარ თავსაც ვურჩევ მაქსიმალურ მობილიზებას, ნერვიულობისა და სტრესის გარეშე, მშვიდი განწყობა შევინარჩუნოთ და ყველანაირ დაბრკოლებას გადავლახავთ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.