მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები უკმაყოფილებას განსაკუთრებით საწერი კალმების შესახებ გამოხატავდნენ.
მათი თქმით, სპეციალური კალმები, რომელითაც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებს გამოცდის დასაწერად აძლევს, კარგად არ წერს, რაც მათთვის დამატებითი დისკომფორტი იყო.
„ზუსტად 8 პასტა გამოვცვალე დღეს და მაინც არც ერთი არ წერდა ნორმალურად. ცალკე პირბადე და სიცხე ემატებოდა. პასტის გაუმართაობამ სულ ამრია და ძალიან დიდი დრო წამართვა. როდის უნდა მოაწესრიგონ ეს ყველაფერი? - აგებს ვინმე პასუხს იმაზე, რომ ამდენ რამესთან ერთად პასტაც კი არ წერს ნორმალურად. მარტო მე არ ვყოფილვარ ასეთ დღეში. სრული განუკითხაობაა“, - აღნიშნავს აბიტურიენტი.
კალმების პრობლემა იყო ბათუმის N1 საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრშიც.
„კალამი 4-ჯერ გამოვცვალე და ბოლოს დამკვირვებელმა შენშია პრობლემა ბავშვები წერენო. ძლივს წესიერი მომცეს და დაწერა“, - ამბობს უკმაყოფილო აპლიკანტი.
„5-ჯერ გამოვცვალე კალამი. ბოლოს დამკვირვებელი სასწაულ რჩევებს მაძლევდა კალამი დაასვენე და დაწერსო“, - აღნიშნა კიდევ ერთმა აბიტურიენტმა.
გელიანი კალმების ხარვეზებზე გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები სოციალურ ქსელშიც წერდნენ:
„ალუდას არ ჰქონდა ისეთი დაპირისპირება თემთან, როგორც მე იმ კალამთან“.
„რაღაცნაირად ვარ, თან კმაყოფილი ვარ, თან - არა, თან მეტი შემეძლო, თან ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვიყენე, თან ვნერვიულობ, თან - არა, თან გრანტს ველი, თან - არა და ეს პასტა თან წერდა, თან არააა, დამაგლიჯა ნერვები“.
„ხუთჯერ გამოვცვალე და მაინც ყველა ჭედავდა. ნახევარი საათი მგონი მაგ კალმის ქნევაში დავხარჯე“.
„ჩემი კალამი ბოლომდე კარგად წერდა, არანაირი ხარვეზი არ ჰქონია, თუნდაც წამიერად შეეჩერებინა წერა. ჩემს სექტორში რომ ყველამ გამოცვალა, შემრცხვა და მეც მაგიტომ შევცვალე“.
თქვენც შეგიქმნათ პრობლემა საგამოცდო კალამმა?
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე