მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის მხარდამჭერი საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით მეთოდური გზამკვლევი შეიმუშავა.
გზამკვლევი - „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“ - საგნის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სფეროს სპეციალისტებისთვის არის განკუთვნილი. მასში აღწერილია სწავლა-სწავლების ზოგადი კონცეფციები და სტრატეგიები, მათ შორის, სწავლების უნივერსალური დიზაინი, სწავლა-სწავლების დიფერენციალური მიდგომა, მულტიმოდალური სწავლება, კეთებით სწავლება, სკაფოლდინგი, მოდელირება და ა.შ.
გზამკვლევი ასევე ითვალისწინებს კონკრეტული სირთულეების მქონე მოსწავლეებისთვის სწავლა-სწავლების სტრატეგიებს. გზამკვლევში აღწერილი კონცეფციები, მიდგომები და სწავლა-სწავლების უმეტესი სტრატეგიები ზოგადად მოსწავლეებთანაც უნივერსალურად გამოყენებადია.
იხილეთ გზამკვლევი: „სწავლისა და სწავლების სტრატეგიების გამოყენება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებთან“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა
ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ
„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი
„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ვაჟა ფშაველას ავირჩევდი“
მოსწავლეებმა სკოლის ეზოში დარგეს ნარგავები
პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე