მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული, როგორც საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“, ასევე მონდომებით ასრულებენ izrune.ge-ს ტესტებს. მონდომებული მოსწავლეები წარმატებებსაც აღწევენ.
სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე „ეტალონის“ გუნდსა და მის ხელმძღვანელს - ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს მადლობას უხდის.
„სასიხარულო იყო, დღეს, ბატონი გოჩა ტყეშელაშვილის სატელეფონო ზარი, მოგვილოცა სასწავლო წლის წარმატებით დასრულება და მთხოვა სკოლის ყველა პედაგოგისთვის და მოსწავლისთვის მისი სახელით, მოკითხვა და მადლობა გადამეხადა „ეტალონის“ მიერ შემოთავაზებულ პროექტებში აქტიური მონაწილეობისათვის.
ჩვენი სკოლა დიდი ხანია მონაწილეობს „ეტალონის“ თითქმის ყველა პროექტში. არსებული ეპიდსიტუაციის მიუხედავად, მოსწავლეთა ინტერესი დღითიდღე იზრდება და ისინი ონლაინ რეჟიმშიც აქტიურად ერთვებიან ყველა ტურში.
izrune.ge-ტესტირების ონლაინ პლატფორმა, ყოველკვირეული, თემატურად დატვირთული და მრავალფეროვანი სავარჯიშოები, განსაკუთრებულად მოსწონთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს. „სიბრძნის ხუთშაბათი“, „წიგნიერების ხუთშაბათი“, „ინგლისური ენის ტესტის დღე“, „მოქალაქეობრივი აზროვნების განვითარება - გზა ევროპისაკენ“ და, რაც მთავარია, „შვილებზე განსაკუთრებულად ზრუნვის დღე“ იმ პროექტების ჩამონათვალია, რომელიც ნამდვილად ეხმარება ახალგაზრდებს აიმაღლონ ინტელექტი და ადევნონ თვალი საკუთარ წარმატებას თვიდან-თვემდე.
ჩვენი სკოლის სახელით, უდიდეს პატივისცემასა და მადლიერებას ვუცხადებთ „ეტალონის“ გუნდს და განსაკუთრებით, ბატონ გოჩა ტყეშელაშვილს. ვუსურვებთ წარმატებებსა და კიდევ მრავალი საინტერესო პროექტის განხორციელებას. პატივისცემით, სკოლის დირექტორი ლამარა კოხრეიძე
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.