სიახლეები
სკოლები

პედაგოგების წინსვლა, მედალოსანი მოსწავლეები და საინტერესო პროექტები - კოდის საჯარო სკოლის დირექტორი დალი გაბრიჭიძე სასწავლო წელს აფასებს
05-07-2021
-
+


ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლის დირექტორი დალი გაბრიჭიძე 2020-2021 სასწავლო წელს აჯამებს. სკოლას  წელს ჰყავს სამი ოქროს მედალოსანი სულ 2020-2021 სასწავლო წელს 42-მა მოსწავლემ დაძლია საშუალო საფეხური. გარდა ამისა, სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო.

„2020-21 სასწავლო წელი სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლას არასდროს დაავიწყდება, 2021 წლის 15 თებერვალს მოულოდნელად დაგვტოვა ყველასთვის გამორჩეულმა, ენერგიულმა, მარად ახალგაზრდულმა დირექტორმა ლია ფადარაშვილმა. სკოლის დერეფნებს დიდხანს ემახსოვრებათ, მისი ყველასგან გამორჩეული თითოეული სიტყვა, თუ ქმედება მრავალჯერ აწონილ დაწონილი და ისე მიღებული თითოეული გადაწყვეტილება სკოლისა და ახალგაზრდების სასიკეთოდ.

უანგარო ერთგულება, სიყვარული, სითბო, პასუხისმგებლობა ქვეყნის, რაიონის, თითოეული ჩვენგანის: მოსწავლის, მასწავლებლისა თუ თანამშრომლის წინაშე... ეს ზღვაში წვეთია იმ თვისებებისა, რომლითაც ხასიათდებოდა ჩვენი დიდი კოლექტივის აწ უკვე უდიდესი ტკივილი. ძნელია მასზე წარსულში ლაპარაკი...

ჩვენ ერთად 34 წელი მხარდამხარ ვემსახურებოდით იმ კეთილშობილურ საქმეს რასაც მომავალი თაობის აღზრდა ჰქვია...

დღეს, 2020-21 სასწავლო წლის მიწურულს მე, ჩვენ დიდკოლექტივთან ერთად მიწევს შევაჯამო გასული სასწავლო წელი. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. მიმდინარე სასწავლო წელიც წარიმართა განსხვავებულ რეჟიმში. სკოლაში სწავლება მიმდინარეობდა როგორც დისტანციურ რეჟიმში, ისე დასწრებითი ფორმით. სკოლა მომზადებული შეხვდა არსებულ გამოწვევებს. შეიქმნა უსაფრთხო სასწავლო გარემო. ამ მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები,  შემოტანილი იქნა შესაბამისი ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, სკოლა აღიჭურვა დისპენსერებით და სხვა.

წლის განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა მონიტორინგი, რათა სკოლაში მყოფი პირებისათვის ყოფილიყო უსაფრთხო სასწავლო გარემო. დადგენილი პერიოდულობით სკოლაში დასაქმებული პირებისათვის ტარდებოდა სამედიცინო ტესტირებები. გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებლობა მოგვცა სასწავლო წელი დასრულებულიყო საკლასო ოთახებში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა  კლასების დისტანციურ რეჟიმში სწავლებას, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესად მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ სკოლაში.

მიუხედავად გამოწვევებისა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და  რიგ შემთხვევებში მათი აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა. კერძოდ, საშუალო საფეხურის ქულების მიხედვით, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლას  წელს ჰყავს სამი ოქროს მედალოსანი სულ 2020-2021 სასწავლო წელს 42-მა მოსწავლემ დაძლია საშუალო საფეხური.

მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამ დაიწყო ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამასთან,  სკოლაში ყოფნის დროს მასწავლებლები  წესების სრული დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწარმოებდნენ აგრეთვე მატერიალური ჟურნალსაც.

სკოლაში წარმატებით განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ღონისძიებები.  შექმნილია ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლა ჩართულია ახალი სკოლის მოდელის საპილოტე პროგრამაში, მასწავლებელთა ნაწილმა გაიარა ტრენინგები და მიღებული ცოდნით წარმატებით განახორციელეს პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობები. 2020-2021 სასწავლო წელს 1 მასწავლებელს ლელა მინაძეს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 4 მასწავლებელს დალი გაბრიჭიძეს, ნანა ბაბუციძეს, თამთა ელიაურს, ოლღა მეტრეველს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი. ამასთან, სკოლაში ამჟამად არის 2 პრაქტიკოსი მასწავლებელი მზია ალადაშვილი, მარინე ავგროზაშვილი. მათ კიდევ ერთხელ მიეცათ შესაძლებლობა 2021 წლის ზაფხულში აიმაღლონ სტატუსი. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა ვალდებული იქნება გამოაცხადოს ვაკანსია.

სკოლას ჰყავს 1 მასწავლებლობის მაძიებელი ლალი ჯავახიშვილი, რომელთა ფასილიტაციისთვის განისაზღვრა ტუტორი თამთა ელიაური. ასევე სკოლას ჰყავს ორი პედაგოგი ერთწლიანი ხელშეკრულებით სპორტის- გოჩა ოქროპირიძე და ფიზიკის-ნათია ქოჩიაშვილი, რომელიც დარეგისტრირებულია საგნის გამოცდაზე მათემატიკა VII-XII კლასები.

ამჟამად, სკოლაში ირიცხება რვა სსსმ მოსწავლე, რომლებისთვისაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად. მშობლის სურვილის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ყოფნის მიუხედავად, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები მშობლების დახმარებით აგრძელებენ მუშაობას სსსმ მოსწავლეებთან.

გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიური წლისა, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის  საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს ჩართული იყო სხვადასხვა სახის აქტივობაში. სოლა ჩართულია ,,ახალი სკოლის მოდელში“, ყველა პედაგოგი ესწრებოდა შეხვედრებს საგნობრივ ექსპერტებთან, განახორციელეს კომპლექსური დავალებები, მიმდინარეობს სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა საგნობრივ კათედრებზე. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა პროექტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.

სკოლა ასევე ჩართულია UშAID ის საბაზისო განმავითარებელ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასების პედაგოგებმა მოისმინეს ტრენინგები და გაიარეს ტესტირება.

სკოლამ გაიმარჯვა ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, პირველ ეტაპზე დირექტორის მ/შ-მ გააგზავნა სამოტივაციო წერილი, მეორე ეტაპზე წარმატებით გაიარა გასაუბრება და  ორგანიზაციასთან გაფორმდა სამწლიანი მემორანდუმი. პროგრამის ფარგლებში სკოლაში ფუნქციონირებას დაიწყებს მეწარმეობის და კარიერული დაგეგმვის კლუბები. კლუბის ფასილიტატორებად შეირჩა მეწარმეობის პედაგოგი ანა პაპაშვილი და ბიოლოგიის პედაგოგი ნინო ოქროპირიძე, ისინი გაივლიან ტრენინგებს და სექტემბრიდან  შეუდგებიან მუშაობას.   

ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ კონკურსებსა და აქტივობებში:

საგნობრივ ოლიმპიადებში, ისტორიაში მეორე ტურში გადავიდა მეთერთმეტე კლასის მოსწავლე შოთა ხაჭაპურიძე, უცხო ენაში მეათე კლასის მოსწავლე ანანო ბასიშვილი. კონკურსში „ბრიტანეთი და საქართველო“ გამარჯვებულებს გადაეცათ პრიზები და ფასიანი საჩუქრები. შოთა ხაჭაპურიძე მონაწილეობდა ესეების კონკურსში „საქართველოს ევროპული მომავალი“. სკოლა ჩართული იყო ვირტუალურ საკვირაო სკოლაში, რაიონის სკოლების ფასილიტატორად წარდგენილი იყო კოდის საჯარო სკოლის პედაგოგი ანა პაპაშვილი, ყველა მონაწილეს გადაეცა სერთიფიკატი.  ახალი სკოლის მოდელის ფარგლები ნახატების კონკურსში „ოლიმპიზმი“ მონაწილეობდა ოთხი მოსწავლე ეკატერინე ოქროპირიძე, ლუკა ჩიტუაშვილმა, ნინო დემატრაშვილმა, აიშა მასიმოვამ. საქართველოს მასშტაბით გაიმარჯვა აიშა მასიმოვას ნამუშევარმა, მიიღო ბრინჯაოს მედალი, წიგნები, ფულადი ჯილდო 100 ლარი, მაისური, გულსაბნევი და მედალი ოლიმპიადის სიმბოლოებით. გარემოსდაცვით კონკურსში „შექმენი ეკოგმირი“ მონაწილეობდნენ მე-5-მე-9 კლასის მოსწავლეები. სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ სახელოვნობო კონკურსში „ჩემი დიდგორი“, გაიმარჯვა მეხუთე კლასის მოსწავლემ ლუკა ჩიტუაშვილმა, გადაეცა ფასიანი საჩუქრები, ასევე გაიმარჯვა აიშა მასიმოვამ მას ჯილდო ჯერ არ მიუღია. მეცხრე კლასი მოსწავლეები მონაწილეობდნენ პროექტში „ევროპის დღეები“ ყველა მონაწილემ მიიღო სერტიფიკატი. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში განხორციელებულ პროექტში „ქვის ჰარმონია“ ჩართული იყვნენ მეცხრე-მეათე კლასის მოსწავლეები. მოსწავლეები მონაწილეობდნენ „კინგსის“ ონლაინ ოლიმპიადაზე. მეხუთე კლასი მოსწავლე საბა ხუჯაძე, მესამე კლასის მოსწავლეები ანამარია ჯაჭვლიანი, ზურა მჭედლიძე, ნანუკა ბეგაშვილი, ლაზარე დალაქიშვილი, ტატო გელაშვილი დაჯილდოვდნენ ოქროს მედლით, ამავე კლასის მოსწავლემ იასე სარალიძემ მონაწილეობა მიიღო  ხატვის კონკურსში „მე მიყვარს მსოფლიო“ მიიღო პირველი ხარისხის დიპლომი.

სკოლა იყენებს ყველა შესაძლებლობას მოსწავლეთათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალი.

ასევე, აღსანიშნავია კათედრების  მუშაობა. მათ წარმატებით განახორციელეს  შესაბამისი საგნების სწავლების კოორდინირება. ასევე, კათედრის მუშაობის ფარგლებში მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეული კოლეგის განვითარების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებაში. მათი ძალისხმევით მიმდინარე სასწავლო წელს დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი სხვადასხვა სახის პროექტი და ღონისძიება. მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა ოკუპაციის დღისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები და სასკოლო გამოფენა, 9 აპრილს მოწყო გასვლითი ღონისძიება კოდის ცენტრში არსებულ მონუმენტთან. 1 ივნისს  მოაწყო საკლასო დისკუსიები თემაზე „ადამიანის და ბავშვთა უფლებების შესახებ.“

ხელოვნების და სპორტის კათედრამ ოქტომბერში ჩაატარა შიდა სასკოლო ფესტივალი „მხიარული სტარტები“. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შეიქმნა პროექტები: „მავნე ჩვევა“, „თამბაქოს მოხმარება“, „ნარკოტიკების მოხმარება“. „ჯანსაღი კვება“, მოამზადეს კედლის გაზეთი „საყვარელი სპორტი და სპორტსმენები“.  დაწყებით კლასებში ჩატარდა თემატური საკლასო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში.

ყველა კათედრაზე პედაგოგები  ესწრებოდნენ ერთმანეთის გაკვეთილებს, გამოცდილების გაზიარების მიზნით. ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებმა განახორციელეს გაკვეთილებზე დაკვირვება და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობისა, სსიპ ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის კოდის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარიმართა ნორმალურად. მიღწეული იქნა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგი. მასწავლებლები ეფექტურად იყენებდნენ სწავლების სხვადასხვა მეთოდს, სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს. სკოლის დირექცია მაქსიმალურად შეეცადა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის მიეცათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

მოსწავლეებმა წარმოადგინეს სახალისო და საზეიმო ნომრები

გაკვეთილი ძალიან საინტერესო, შემეცნებითი და სახალისო გამოვიდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება