მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ვლადიმერ დავითაშვილის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საღრაშენის საჯარო სკოლის დირექცია გასულ სასწავლო წელს აფასებს და იმ ღონისძიებებზე გვიამბობს, რომელიც სასწავლო წლის განმავლობაში სკოლაში გაიმართა. დირექტორი ნუნუ გულვერდაშვილი ბავშვებს სასიამოვნო არდადეგებს უსურვებს და ახალ სასწავლო წლამდე ემშვიდობება.
„ეს სასწავლო წელიც მიიწურა, ყველა სკოლადამთავრებულს ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ. ჩვენი სკოლისათვის ეს სასწავლო წელი კარგი სიახლეებით დაიწყო. სწავლა სკოლის ახალ შენობაში დავიწყეთ. ლამაზმა და კეთილმოწყობილმა ინტერიერმა დიდი სიხარული მოჰგვარა, როგორც ბავშვებს, მათ მშობლებსა და ჩვენ მასწავლებლებსაც. სასწავლო პროცესმა მშვიდობიანად და ნაყოფიერად ჩაიარა, მიუხედავად პანდემიისა, ჩვენდა სასიხარულოდ მინდა აღვნიშნო, რომ მთელი წლის განმავლობაში ბავშვების სწავლის პროცესი საკლასო ოთახებში მიმდინარეობდა. გვქონდა რამდენიმე სასკოლო ღონისძიება, რომელიც პანდემიიდან გამომდინარე, ყველა წესის დაცვით ჩავატარეთ. დედაენის დღესთან დაკავშირებით ბავშვებმა ნახატები შეასრულეს. ლექსები და ლამაზი სიმღერები ააჟღერეს.
დამოუკიდებლობის დღეს სკოლის ეზოში დროშის გარშემო განვლაგდით და ქართული ჰიმნი ავახმიანეთ.
იმედი მაქვს, ჩვენი ბავშვები კარგ არდადეგებს გაატარებენ და ახალი სიახლეებითა და ემოციებით აღსავსეები დაგვიბრუნდებიან.
იმედი მაქვს მომავალი სასწავლო წელი უფრო უკეთესი იქნება, ახალი წარმატებებით და პროგრესით სავსე“, - აღნიშნავს დირექტორი ნუნუ გულვერდაშვილი.
იხილეთ ფოტო:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.