მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის (გრიგოლიშის) საჯარო სკოლაში ახალ ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი. „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის გამართვის ინიციატივა სკოლის წამყვან მასწავლებელ ლია საჯაიას ეკუთვნის.
ღონისძიებაზე მასწავლებელმა ლია საჯაიამ საჯაროდ ისაუბრა პოემის ლიტერატურულ ღირებულებაზე. მოსწავლეებმა კი წაიკითხეს მათი სასურველი ამონარიდები და წარმოაჩინეს საყვარელი პერსონაჟები.
ასევე გამოიფინა, ბიბლიოთეკის ფონდიდან „ვეფხისტყაოსნის“ სხვადასხვა გამოცემა და მოსწავლეების მიერ შესრულებული პოემის კალიგრაფიული ნამუშევრები.
შეხვედრის დასასრულს, ნორჩი კალიგრაფები მასწავლებელმა სიგელებით დააჯილდოვა.
სკოლის ინფორმაციით, აქტივობა მიზნად ისახავდა მოზარდებში პოემის მნიშვნელობის მეტად გააზრებას. იდეა უკავშირდება 17 ივნისს, „ვეფხისტყაოსნის“ საჯაროდ კითხვის დღეს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.