სიახლეები
სკოლები, ინტერვიუ

„ქართული ენა ჩემი წარმატების ჯადოსნური გასაღებია“- აზერბაიჯანელი გოგონას ქართულად ნაფიქრი ოცნებები და მიზნები
11-01-2018
-
+


აზერბაიჯანელმა გოგონამ, მალაქ აშიროვამ  Etaloni.ge - ს მკითხველს „ეტალონის“ ეროვნულ ინტელექტუალურ ჩემპიონატში მიღწეული წარმატებითა და ქართული ენის განსაკუთრებული სიყვარულით დაამახსოვრა თავი. 

სოფელ კირაჩმუღანლოს მეთორმეტეკლასელი მოსწავლე ქართულ ენაზე უკვე ლექსებსაც წერს და მიიჩნევს, რომ ქართული მისი მშობლიური ენა და ჯადოსნური გასაღებია, რომელიც მომავალში ყველანაირი ბარიერს გადაალახვინებს  და გზის გაკვლევაში დაეხამრება.

-  მალაქ, შენი ქართული ენისადმი დამოკიდებულება მაგალითია თანატოლებისთვის, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ და სურთ, ქართულად წერა-კითხვა შეეძლოთ. ამიტომ გვსურს, უფრო მეტად გააცნო თავი საზოგადოებას. მოგვიყევი შენი ოჯახისა და მშობლების შესახებ.
 
-  საქართველოში დავიბადე, მარნეულში და სწორედ აქ გადავდგი პირველი ნაბიჯები იმ გარემოში, სადაც ქართულად არავინ საუბრობდა. ჩემი მშობლებიც აქ გაზრდილები არიან. მამაჩემი - აშიროვი სულეიმანი  და დედაჩემი - გასანოვა ასქინაზი 1964 წელს მარნეულის მუნიციპალიტეტში დაიბადნენ. დედა პროფესიით მასწავლებელია.
 
-  ამჟამად სად ცხოვრობთ?
 
-  ამჟამად ოჯახთან ერთად მარნეულის სოფელ კირაჩმუღანლოში ვცხოვრობ.

                                    
 
-   ძალიან საინტერესოა შენი ასეთი განსაკუთრებული დამოკიდებულება ქართული ენის მიმართ. რამ განაპირობა ასეთ პატარა ასაკში ქართული ენით დაინტერესება?
 
-   ქართული ენა პირველ კლასშივე მომეწონა და შემიყვარდა. ეს დიდწილად ბებიაჩემის დამსახურებაა, რადგან სწორედ ის მიმეორებდა - „მალაქ, შენ საქართველოში ცხოვრობ, ქართული შენი მშობლიური სახელმწიფოებრივი ენაა და ამიტომ უნდა გიყვარდეს და გაითავისო ის.“ კარგად მახსოვს, როდესაც პირველად სკოლაში რამდენიმე ქართული სიტყვა ვისწავლე, სახლში გახარებული მოვედი და მაშინვე ბებოსთან მივირბინე. ვუთხარი, რომ ქართული სიტყვები ვისწავლე. მანაც ბედნიერმა გაიზიარა ჩემი სიხარული. ახლაც მახსოვს, ჩემი შესწავლილი პირველი ქართული სიტყვა. ეს იყო „თოჯინა“.
 
-   რთული იყო ქართულის, როგორც სალაპარაკო, ასევე დამწერლობის შესწავლა და როგორ ხდებოდა ეს იმ გარემოში, სადაც ქართულად არ ლაპარაკობენ? 
 
-   დასაწყისისთვის რთული იყო, რადგან როგორც უკვე გითხარით ჩემ გარშემო ქართულად არავინ ლაპარაკობდა, ენას კი პრაქტიკა სჭირდება. სამი წლის წინ ჩვენს სკოლაში შემოიღეს ასეთი პროგრამა „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“, რომელსაც პედაგოგი ლალი მურჯიკნელი გვასწავლიდა და არ შემიძლია არ აღვნიშნო, მისი დიდი წვლილი ჩემს განათლებაში. სწორედ მისი დიდი შრომის შედეგია ჩემი ყველა პარატა, თუ დიდი წარმატება და წინ გადადგმული ნაბიჯი. მახსოვს, როდესაც ვერ ვიგებდი ქართულს ვტიროდი. მეგონა ბევრი სიტყვა უკვე ვიცოდი, მაგრამ კიდევ მიჭირდა გაგება და საუბარი. თუმცა დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ თავიდან ყველაფერი ძნელია, მაგრამ როცა რაღაცის გაკეთება ძალიან გინდა, მის განხორციელებას აუცილებლად შეძლებ.
 
-   როგორც ვიცით, ქართული ენის საშუალებით ბევრი სურვილი და ოცნება აისრულე. რას გულისხმობ, რა მიზნის მიღწევაში დაგეხმარა ენის ცოდნა?
 
-   დიახ, ქართული ენა ჩემი წარმატებისკენ მიმავალი გზის ჯადოსნური გასაღებია. ასე ვუწოდე მას. მე ჩვენი სკოლიდან ერთ-ერთი ვიყავი, ვინც ინტელექტუალურ შეჯიბრ „ეტალონის“ სატელევიზიო გადაცემაში მივიღე მონაწილოება და ეს, რა თქმა უნდა, ქართული ენის ცოდნის მეშვეობით მოხდა. ასევე მქონდა ბედნიერება მონაწილეობა მიმეღო პროექტში, სადაც ქართულ ენაზე მონაწილეებს ესსე უნდა დაგვეწერა. სხვა ბავშვების ნამუშევრებს შორის სწორედ ჩემმა ესსემ გაიმარჯვა და ჯილდოდ, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ულამაზეს კურორტზე, ბაკურიანში დაუვიწყარი 12 დღის გატარება მივიღე. სულ ახლახან, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ვიყავი მიწვეული, სადაც ჩვენი ქვეყნის პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გავიცანი.

                             

 
-   მალაქ, რითი ხარ დაკავებული ყოველდღიურად?

 
-   ამჟამად უნივერსიტეტისთვის ვემზადები. ყოველდღიურად ძალიან ბევრს ვმეცადინეობ და საკმაოდ დაკავებული ვარ, მაგრამ თავისუფალ დროს მხატვრული ლიტერატურის კითხვას მაინც ვახერხებ.
 
-   რომელია შენთვის ყველაზე საყვარელი ნაწარმოები თუ ლექსი. მწერალი, ან პოეტი?
 
-   ჩემი საყვარელი პოეტი აკაკი წერეთელია, მისი თითქმის ყველა ლექსი მიყვარს. მაგრამ ასევე გამორჩეულად მიყვარს მიხეილ ქვლივიძის ლექსი „საქართველო“.
 
-    შენ თავადაც არაჩვეულებრივად წერ ლექსებს. გაიხსენე პირველად როდის გაგიჩნდა სურვილი ქართულად ლექსი დაგეწერა და ამჟამად რამდენი ლექსის ავტორი ხარ?
 
-   ამჟამად 6 ლექსის ავტორი ვარ. მართალია, ჩემი პირველი ლექსი არ არის, მაგრამ ყველაზე მეტად მიყვარს ლექსი „ჩემი სამყარო“, რომელიც 16 წლის ასაკში დავწერე, 26 მაისის ღონისძიებისთვის.

 
 
-    როგორც ვიცით, სკოლას ამთავრებ. სად გსურს სწავლის გაგრძელება და რა სპეციალობას აპირებ, რომ დაეუფლო?
 
-   ახლა მეთორმეტე კლასში ვარ. ამ წელს ვამთავრებ და განათლების მიღება მინდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გავაგრძელო. მედიცინის ფაკულტეტზე. მომავალში მინდა, ექიმი გამოვიდე, ნევროლოგი. მიყვარს ადამიანები და ვიცი, რომ სამწუხაროდ ბევრს ადამიანს სჭირდება ექიმის დახმარება. იმედი მაქვს საქართველო იამაყებს ჩემით, როგორც წარმატებული ექიმით.
 
-  და ბოლოს, მალაქ, როგორ გესახება შენი მომავალი?
 
-  მომავლში რა და როგორ იქნება, რა თქმა უნდა, არაავინ ვიცით, მაგრამ ვოცნებობთ. მეც მინდა ჩემი ცხოვრებით დასამახსოვრებელი და საამაყო ვიყო ჩემი სამშობლოსთვის და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ. 
 
Etaloni.ge  წარმატებას უსურვებს მალაქ აშიროვას მიზნების განხორციელებასა და სურვილების ასრულებაში.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

საინტერესო ფაქტები დედის დღეზე 


2025 წლის ბიუჯეტში გაწერილია სტუდენტების დახმარების პროგრამა

რომელი უნარების განვითარებას უწყობს ხელს აღნიშნული მეთოდი

 მოსწავლის ჩარიცხვისა და სტატუსის შეჩერების წესში ცვლილება შევიდა - ბრძანება 

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

პიროვნება

„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

სკოლები

„დედების პატივსაცემად სამ ენაზე სიმღერა, ნამდვილად დასამახსოვრებელი და მრავალფეროვანი გამოცდილებაა“

ახალქალაქის N1 საჯარო სკოლაში ქართულ ენაში ჩატარდა ღია გაკვეთილი თემაზე: „ჩემი მხარე“

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

გაიცანით 14 წლის ბიჭი, რომელიც ზეპირად, გონებაში ყველაზე სწრაფად ამრავლებს, ყოფს  უმატებ რიცხვებს ერთმანეთს

სიახლეები
საზოგადოება