| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ფრანკფურტში წიგნის საერთაშორისო ბაზრობა 2016 გაიხსნა.
საზეიმო მიღებაში მონაწილეობა ბელგიის მეფე-დედოფალმა მიიღეს.
ქართულ მხარეს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი წარმოადგენდნენ.
სამინისტროს მხარდაჭერითა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 2016 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველო განსხვავებული პროგრამით წარდგება.
პროგრამა ძირითადად საქმიანი შეხვედრებითაა დატვირთული. დაგეგემილია ქართველი გამომცემლების მონაწილეობა ფრანკფურტის და ლაიფციგის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნების საბავშვო გამომცემლების შეხვედრაზე.
შეხვედრა მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართება.
წელს ბაზრობის საპატიო სტუმარი ქვეყნები არიან ნიდერლანდები და ბელგია.
საქართველო, ამ სტატუსით, ასობით გამომცემლებსა და მწერლებს ფრანკფურტში 2018 წელს უმასპინძლებს.
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მათემატიკის ოლიმპიადა 9-10 დეკემბერს გაიმართა
მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა
etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს