მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არსარვანის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი წარმატებით დაამთავრა.
სკოლის დირექტორი კონსტანტინე ხორგუანი სასწავლო წელს აჯამებს.
„ზოგადად ყველა სკოლისათვის და მით უმეტეს არაქართულენოვანი სკოლებისთვის 2020-2021 წელი განსაკუთრებით რთული იყო, ძალიან ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იყო პანდემიის გამო.
ჩვენთან, როგორც არაქართულენოვანი სკოლაში, პირველ ეტაპზე სტატუსის ასამაღლებლად პედაგოგების მხოლოდ ნაწილმა დაძლია გამოცდები, დანარჩენები დარეგისტრირებულნი არიან და აპირებენ გასვლას.
სკოლაში ნიჭიერი და კარგი მოსწავლეები სწავლობენ თუმცა, წელს, მედალოსნები არ გვყავს, ერთი საბაზო საფეხურის მოსწავლე კომპიუტერზე არის წარდგენილი.
ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, არაქართულენოვანი სკოლების განკუთვნილ პროგრამას - 1+4 მივესალმები, ჩვენი სკოლიდანაც არიან დარეგისტრირებულნი.
როგორც ჩემი სკოლის ასევე მთელი საქართველოს აბიტურიენტებს ვუსურვებდი წარმატებას და მხოლოდ წარმატებას...“,- აღნიშნავს დირექტორი.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.