მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დირექტორმა ტარიელ მიქელაძემ 2020-2021 სასწავლო წელი შეაჯამა. სკოლას წელს სამი ოქროს მედლისა და ორი ვერცხლის მედლის კანდიდატი ჰყავს. სულ 2020-2021 სასწავლო წელს 36-მა მოსწავლემ დაძლია საშუალო საფეხური. გარდა ამისა, სკოლაში სასწავლო წელი მრავალფეროვანი, სხვადასხვა აქტივობით დატვირთული იყო.
„2020-21 სასწავლო წლის მიწურულს მე, ჩვენ დიდ კოლექტივთან ერთად მიწევს შევაჯამო გასული სასწავლო წელი. სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა ეროვნული სასწავლო გეგმისა და სასკოლო სასწავლო გეგმის შესაბამისად. მიმდინარე სასწავლო წელიც წარიმართა განსხვავებულ რეჟიმში. სკოლაში სწავლება მიმდინარეობდა როგორც დისტანციურ რეჟიმში, ისე დასწრებითი ფორმით. სკოლა მომზადებული შეხვდა არსებულ გამოწვევებს. შეიქმნა უსაფრთხო სასწავლო გარემო. ამ მიზნით სასწავლო წლის დაწყებამდე სკოლაში ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, შემოტანილი იქნა შესაბამისი ჰიგიენური და სადეზინფექციო საშუალებები, სკოლა აღიჭურვა დისპენსერებით და სხვა.
წლის განმავლობაში მუდმივად ხორციელდებოდა მონიტორინგი, რათა სკოლაში მყოფი პირებისათვის ყოფილიყო უსაფრთხო სასწავლო გარემო. დადგენილი პერიოდულობით სკოლაში დასაქმებული პირებისათვის ტარდებოდა სამედიცინო ტესტირებები. გატარებულმა ღონისძიებებმა შესაძლებლობა მოგვცა სასწავლო წელი დასრულებულიყო საკლასო ოთახებში. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა კლასების დისტანციურ რეჟიმში სწავლებას, უნდა აღინიშნოს, რომ უმეტესად მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესს ესწრებოდნენ სკოლაში.
მიუხედავად გამოწვევებისა, მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული სასწავლო პროცესში და რიგ შემთხვევებში მათი აკადემიური მოსწრება გაუმჯობესდა. კერძოდ, საშუალო საფეხურის ქულების მიხედვით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას წელს ჰყავს სამი ოქროს და ორი ვერცხლის მედალოსანი სულ 2020-2021 სასწავლო წელს 36-მა მოსწავლემ დაძლია საშუალო საფეხური.ხოლო საბაზო საფეხური დაამთავრა 24 მოსწავლემ მათ შორის 4 მოსწავლე სრული 10 ქულიანი წარდგენილია „ჩემი პირველი კომპიუტერის“ დაჯილდოებაზე.
მიმდინარე სასწავლო წელს სკოლამ დაიწყო ელექტრონული ჟურნალის წარმოება. ამასთან, სკოლაში ყოფნის დროს მასწავლებლები წესების სრული დაცვით და რეკომენდაციების გათვალისწინებით აწარმოებდნენ აგრეთვე მატერიალური ჟურნალსაც.
სკოლაში წარმატებით განხორციელდა მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული ღონისძიებები. შექმნილია ხარისხის განვითარებისა და პროფესიული მხარდაჭერის ჯგუფი. სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელის“ საპილოტე პროგრამაში, მასწავლებელთა ნაწილმა გაიარა ტრენინგები და მიღებული ცოდნით წარმატებით განახორციელეს პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობები. 2020-2021 სასწავლო წელს 1 მასწავლებელს ნინო ლეონიძეს მიენიჭა უფროსი მასწავლებლის სტატუსი, ხოლო 7 მასწავლებელს თინათინ ბერიძეს, დიდარი დიდმანიძეს, მზიური ნაგერვაძეს, იზოლდა დიასამიძეს, მაია ფევაძეს, მავილე გოგიტიძეს, ნაზი გორგოშაძეს წამყვანი მასწავლებლის სტატუსი.
ამჟამად, სკოლაში ირიცხება 16 სსსმ მოსწავლე, რომლებისთვისაც სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შესაბამისად. მშობლის სურვილის გათვალისწინებით, დისტანციური სწავლების რეჟიმზე ყოფნის მიუხედავად, ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები მშობლების დახმარებით აგრძელებენ მუშაობას სსსმ მოსწავლეებთან.
გარდა ამისა, აღინიშნა, რომ მიუხედავად პანდემიური წლისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს ჩართული იყო სხვადასხვა სახის აქტივობაში. სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, ყველა პედაგოგი ესწრებოდა შეხვედრებს საგნობრივ ექსპერტებთან, განახორციელეს კომპლექსური დავალებები, მიმდინარეობს სასკოლო კურიკულუმზე მუშაობა საგნობრივ კათედრებზე. პროექტის ფარგლებში ასევე განხორციელდა პროექტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები.
სკოლა ასევე ჩართულია USAID ის საბაზისო განმავითარებელ პროგრამაში. პროგრამის ფარგლებში დაწყებითი კლასების პედაგოგებმა მოისმინეს ტრენინგები და გაიარეს ტესტირება.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა შემდეგ კონკურსებსა და აქტივობებში:
საგნობრივ ოლიმპიადებში, ესეების კონკურსში, ნახატების კონკურსში „ჩვენ გვიყვარს ხატვა“ მონაწილეობდა 7 მოსწავლე რაიონის მაშტაბით გადაეცათ სერტიფიკატები. მონაწილეობდნენ „კინგსის“ ონლაინ ოლიმპიადაზე მიიღეს პირველი ხარისხის დიპლომი.
სკოლა იყენებს ყველა შესაძლებლობას მოსწავლეთათვის კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად, რაც საშუალებას აძლევს მოსწავლეებს გამოავლინონ საკუთარი ინტელექტუალური, სოციალური თუ ფიზიკური პოტენციალი.
ასევე, აღსანიშნავია კათედრების მუშაობა. მათ წარმატებით განახორციელეს შესაბამისი საგნების სწავლების კოორდინირება. ასევე, კათედრის მუშაობის ფარგლებში მასწავლებლები აქტიურად იყვნენ ჩართულნი თითოეული კოლეგის განვითარების ხელშეწყობასა და გამოცდილების გაზიარებაში. მათი ძალისხმევით მიმდინარე სასწავლო წელს დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი სხვადასხვა სახის პროექტი და ღონისძიება. მაგალითად, საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრამ ჩაატარა ოკუპაციის დღისადმი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი პრეზენტაციები და სასკოლო გამოფენა, 1 ივნისს მოეწყო საკლასო დისკუსიები თემაზე „ადამიანის და ბავშვთა უფლებების შესახებ“.
ხელოვნების და სპორტის კათედრამ ჩაატარა შიდა სასკოლო ფესტივალი „მხიარული სტარტები“. „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში შეიქმნა პროექტები: „მავნე ჩვევა“, „თამბაქოს მოხმარება“, „ნარკოტიკების მოხმარება“. „ჯანსაღი კვება“, მოამზადეს კედლის გაზეთი „საყვარელი სპორტი და სპორტსმენები“. „ჩვენ მომავალი ოლომპიელები ვართ“, დაწყებით კლასებში ჩატარდა თემატური საკლასო ღონისძიებები ონლაინ რეჟიმში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული სასპორტო შეჯიბრებებში. 24-25 მაისს ჩატარდა რესპუბლიკური ტურნირი ჭიდაობა ძიუდოში გოგონათა შორის. სკოლის მოსწავლეებმა აიღეს საპრიზო ადგილები: ჩემპიონების ტიტული მოიპოვეს ელენე კირკიტაძემ, მარიკა ფოთელიძემ და ნინო დარჩიამ.
ყველა კათედრაზე პედაგოგები ესწრებოდნენ ერთმანეთის გაკვეთილებს, გამოცდილების გაზიარების მიზნით. ხარისხის მართვის ჯგუფის წევრებმა განახორციელეს გაკვეთილებზე დაკვირვება და გასცეს შესაბამისი რეკომენდაციები.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი პანდემიური მდგომარეობისა, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი წარიმართა ნორმალურად. მიღწეული იქნა სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგი. მასწავლებლები ეფექტურად იყენებდნენ სწავლების სხვადასხვა მეთოდს, სხვადასხვა ელექტრონულ რესურსებს.
სკოლის დირექცია მაქსიმალურად შეეცადა გამოეყენებინა ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ მოსწავლეებისათვის მიეცათ საკუთარი პოტენციალის მაქსიმალური რეალიზებისა და განვითარების შესაძლებლობა“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ცენტრის განცხადებაში განსაზღვრულია თითოეული საგნის მაქსიმალური ქულა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობა
2025-2026 სასწავლო წლიდან სკოლებში დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება - შეირჩევა საპილოტე სკოლები
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს
„არც მე გადავწყვეტდი პედაგოგობას, რომ არ მენახა, რატომ ეძებდნენ ბიჭ კადრს...“
ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული...