მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე 2020-2021 სასწავლო წელს აფასებს. მიუხედავად პანდემიისა, ეს წელი პედაგოგებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ნაყოფიერი იყო, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა შესაბამისი საფეხური წარჩინებით დაძლიეს, სკოლაში სხვადასხვა საინტერესო პროექტი განხორციელდა. მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსსა და ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებდნენ. უფრო დეტალურად გაეცანით დირექტორის ინფორმაციას:
„2020-2021 სასწავლო წელმა, მიუხედავად მნიშვნელოვანი გამოწვევებისა, წარმატებითაც დაგვამახსოვრა თავი. დირექციის, პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლებისაგან ნებისყოფას, სწრაფ ადაპტირებასა და პროფესიონალიზმს მოითხოვდა პანდემიის პირობებში დისტანციური სწავლება. პირველ სემესტრში სასკოლო ცხოვრებამ ონლაინ-სივრცეში გადაინაცვლა. უარყოფითი შედეგების შესამცირებლად ყველანი ვცდილობდით, მრავალფეროვანი, საინტერესო, შედეგიანი ყოფილიყო ჩვენი გაკვეთილები, შეხვედრები, საკლასო ღონისძიებების ჩატარებასაც ვახერხებდით.
მეორე სემესტრიდან სწავლა სკოლაში გაგრძელდა და სასწავლო წელი შეუფერხებლად დავასრულეთ. სასკოლო ცხოვრება აქტიური, ნაყოფიერი გამოდგა. პირველ რიგში, სწავლაში მიღწეულ წარმატებაზე ვისაუბრებ. სსიპ ქალაქ ზესტაფონის N1 საჯარო სკოლა 2020-2021 სასწავლო წელს დაასრულა 22-მა მოსწავლემ, მათ შორის 3 ოქროს მედალოსანია. მეცხრე კლასების 40-მა მოსწავლემ წარმატებით დაასრულა საფეხური და მათ შორის 10 მოსწავლე ელის საჩუქარს - პერსონალურ კომპიუტერებს. ჩვენი სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეები მთელი წლის განმავლობაში სხვადასხვა კონკურსსა და ტესტირებაში საუკეთესო შედეგებს აჩვენებდნენ.
სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, შესაბამისად, დაწყებით და საბაზო საფეხურებზე სრულდებოდა კომპლექსური დავალებები, რამაც მოსწავლეთა დაინტერესებასთან ერთად მნიშვნელოვნად აამაღლა პედაგოგთა ურთიერთთანამშრომლობის ხარისხიც. ამასთან, ჩვენი მასწავლებლები აქტიურად მონაწილეობდნენ ვებინარებსა და ტრენინგებში.
სკოლაში ხორციელდებოდა პროექტი, სახელწოდებით „მემკვიდრეობა შთამომავლობას“, რომელიც მივუძღვენით საუკუნოვანი ტრადიციების მქონე ჩვენს სკოლას. მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის ე. წ. „ძველი კორპუსი“ 1905-1912 წლებშია აგებული, მას კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვს. აქ 1917 წელს გაიხსნა პირველი გიმნაზია მთელ შორაპნის მაზრაში. პროექტში აქტიურად ჩაერთნენ პედაგოგები, ჩვენი მოსწავლეები და მშობლები. შესრულდა საინტერესო აქტივობები, მათ შორის: შეგროვდა მასალა სკოლის ისტორიისათვის, რომლის პრეზენტაციაც მოეწყო ჩვენს სააქტო დარბაზში; ჩაიწერა ინტერვიუები წარმატებულ კურსდამთავრებულებთან; მომზადდა ფოტოგამოფენა და ვიდეოკოლაჟი სკოლის აწმყოს შესახებ; გაიმართა ესეების კონკურსი; ჩაიწერა სკოლის ჰიმნი, რომელმაც უამრავი დადებითი გამოხმაურება მიიღო. დაიგეგმა მომავალი წლისათვის საინტერესო აქტივობებიც, მათ შორისაა სკოლის მუზეუმის გახსნა და საყავრიაზე, როგორც უძველეს მულტიკულტურულ უბანზე, პროექტის მომზადება.
სკოლაში ტარდებოდა სასკოლო და საკლასო ღონისძიებები, რომელთა ამსახველი მასალა თავსდებოდა სკოლის ვებ-გვერდზე. „ეტალონის“ დახმარებით მათ შესახებ ფართო აუდიტორია იღებდა ინფორმაციას. აქვე დიდ მადლობას ვუხდით „ეტალონს“ თანადგომისა და თანამშრომლობისათვის!
მადლობას ვუხდი ჩვენს პედაგოგებს, მოსწავლეებს, მშობლებს აქტიურობის, გულისხმიერებისა და შრომისათვის! ვიმედოვნებ, ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი გამარჯვებისა და წარმატების მომტანი იქნება! გმადლობთ ყურადღებისათვის!“- წერს ზესტაფონის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ნონა გორგოძე.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
სკოლებისა და მანდატურების საყურადღებოდ - მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
„მადლობა ამ ლამაზი, ხალისიანი და სიყვარულით სავსე დღისთვისბედნიერი 2025 წელი! გილოცავთ!“, - ამ სიტყვებით დაგვირგვინდა პირველი სემესტრიც და 2024 წელიც