სიახლეები
სკოლები

ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატები მოიპოვეს და საზაფხულო ტესტის დახმარებით კახეთი გაიცნეს
06-07-2021
-
+


კონსტანტინე მეძველიას სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახახულევის საჯარო სკოლის მოსწავლეები izrune.ge-ს ტესტებში აქტიურად ერთვებიან. მათ გაიარეს როგორც შემაჯამებელი ტესტები, ასევე izrune.ge-ის პირველი საზაფხულო ტესტი, „გაიცანი საქართველოს“ ფარგლებში.

სკოლის სამმა მოსწავლემ მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურა. წარმატებული მოსწავლეები არიან:

საბა ქელეხსაშვილი
გაბრიელ ქელეხსაშვილი
გიორგი ძიგვაშვილი

მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლიეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.​

აღნიშნულმა მოსწავლეებმა, ასევე, საზაფხულო ტესტი - „გაიცანი საქართველო“ გაიარეს, რომელიც საქართველოს მშვენიერ კუთხეს - კახეთს ეხებოდა.

Izrune.ge-ს საზაფხულო ტესტები განკუთვნილია სკოლის მოსწავლეებისთვის და მათი ოჯახებისთვის.

საზაფხულო ტესტების დახმარებით: მოსწავლეები საქართველოს უნიკალურ კუთხეებს სახალისოდ და საინტერესოდ შეიმეცნებენ.

ტესტი მოიცავს საინტერესო ინფორმაციას საქართველოს მუნიციპალიტეტების, რეგიონების და მათი კულტურული ღირშესანიშნაობების, გეოგრაფიული უნიკალური თავისებურებებისა თუ საინტერესო ისტორიული ფაქტების შესახებ.

იხილეთ ფოტოები: 

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება