სიახლეები
პიროვნება

„დირექტორის მოტივაციაა გუნდი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად უმკლავდება“- მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორი ირაკლი გარაყანიძე
06-07-2021
-
+



რას ნიშნავს ძლიერი სკოლა? რა არის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი? და როგორია დირექტორის მოტივაცია? - ამ და სხვა საკითხებზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლის დირექტორი, ირაკლი გარაყანიძე ბლიც-ინტერვიუში საუბრობს. 

- სასწავლო წლის დასრულება ყოველთვის...
- წარმოშობს ახალი სასწავლო წლის პრობლემებზე ზრუნვის აუცილებლობას.

- ძლიერი სკოლა ნიშნავს...
- სოციალური პრობლემებისგან თავისუფალ მასწავლებელს, რომელსაც სახელმწიფო გვერდით უდგას, რათა შრომის პროცესი მომავლის საკეთილდღეოდ წარმართოს.

- გამორჩეულად მახსენდება...
- სასკოლო ცხოვრების ყოველი დღე.

- ოჯახის მხარდაჭერა საჭიროა...
- ყოველთვის, ყველგან, ყველაფერში, მაგრამ ისიც გასათვალისწინებელია, რომ  შრომა ოჯახის კეთილდღეობის იდეით  გამოწვეული პროცესია და თუ ის მხოლოდ ენთუზიაზმს ემყარება, წარმატების მომტანი ვერ იქნება.

- მოსწავლისთვის სამაგალითოა...
- ადამიანის (მასწავლებლის) პატიოსანი შრომა და მოქალაქეობრივი პასუხისგებლობა.

- დირექტორის მოტივაციაა...
- გუნდი, რომელიც დაკისრებულ მოვალეობებს ღირსეულად უმკლავდება.

- განვითარებისთვის მნიშვნელოვანია...
- სახელმწიფოს რეალური თანადგომა; სკოლების თანამედროვე მოთხოვნების მიხედვით მოწყობა; გონიერი და საინტერესო იდეების მქონე ადამიანების მოსმენა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება