სიახლეები
სიახლეები

„ახალი სკოლის მოდელი“ მოუმზადებლად დაიწყო, რეფორმის წარუმატებლობა მასწავლებელს გადაბრალდება“ - მაია კობახიძე
07-07-2021
-
+


„ახალი სკოლის მოდელის“ ირგვლივ მასწავლებლებს უამრავი შენიშვნა თუ პრეტენზია გააჩნიათ; აქედან გამომდინარე, მეცნიერთა და პედაგოგთა თავისუფალი პროფკავშირების ხელმძღვანელმა, მაია კობახიძემ, სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციასთან ერთად, ახალი სამოქმედო გეგმა შეიმუშავა, გაიმართა შეხვედრა და მაია კობახიძემ, კრიტიკული მოსაზრებებიც გამოთქვა, რომელთაც უცვლელად გთავაზობთ:

  • ახალი სკოლის“ მოდელი დაიწყო მოუმზადებლად, ისე რომ არ არსებობს ნორმატიული აქტები და მეთოდური მასალები. შეუსაბამობაა სახელმძღვანელოებსა და ახალი თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს შორის;
  • მოუმზადებელია სკოლების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, რაც არ შეესაბამება „ახალი სკოლის“ მოდელით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას;
  • ახალი სკოლის მოდელის განხორციელება დაიწყო ფართო საზოგადოებრივი განხილვების, პედაგოგთა ჩართულობისა და მათთან მსჯელობის გარეშე;
  • პედაგოგთა მომზადების სისტემაში ხარვეზებია;
  • წარმოდგენილი მოდელი რამდენჯერმე ზრდის პედაგოგის დატვირთვას, რაც პირდაპირ კავშირშია მათი შრომითი უფლებების დარღვევასთან.

იმედს გამოვთქვამთ, ახალი სკოლის მოდელის ავტორები გაითვალისწინებენ შეხვედრაზე გამოთქმულ კრიტიკულ შენიშვნებს. ძვირფასო კოლეგებო, ამ ეტაპზე თქვენი ჩართულობა შემოიფარგლება კრიტიკული შენიშვნებით, ვინაიდან, ყველა სიახლე ხორციელდება მასწავლებლის მიერ საკლასო ოთახში და არათანმიმდევრული, ნაჩქარევი რეფორმის წარუმატებლობა გადაბრალდება მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, სპმთპ გეგმავს „ახალი სკოლის“ მოდელის განხილვას მასწავლებლების მონაწილეობითაც.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

9 ახალი უქმე დღე სკოლებისა და ბაღებისთვის - საკანონმდებლო წინადადება პარლამენტს წარედგინა

ყველაზე დიდი კონკურსი ისტორიის გამოცდაზეა - აბიტურიენტები ტესტის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ

სკოლის წარმომადგენელი მუდმივმოქმედ კომისიაში იქნება - ცვლილება კანონში

„ოკუპირებული გალში მცხოვრებ პედაგოგებს და მოსწავლეებს ეკრძალებათ ურთიერთობა ქართულ საგანმანათლებლო სივრცესთან“ - ომბუდსმენი

რა შემთხვევაში აქვს სკოლას 1 ან 2-წლიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად - დეტალები

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

„ჭალის საჯარო სკოლაში უყურადღებოდ არ დარჩენილა 22 აპრილი, დედამიწის დღე“

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, საინტერესო ამონარიდები, ხოტბა შეასხეს ქართული ენის სიდიადეს

პროექტს ხელმძღვანელობდნენ ბილინგვური განათლების სპეციალისტები – აიტან გიზბასოვა, აფსანა ხალილოვა და გუნაი ქე რენზადე

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი საიდაია ქერიმოვამ

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება