მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „იყალთო“ და სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა - „ფესვები“ მასშტაბურ გარემოსდაცვით კონკურსში - „ნიკო კეცხოველის პრემია 2021/კახეთი“ წარმატება მოიპოვეს.
აღნიშნული სკოლების ეკოკლუბები კონკურსის ნახევარფინალში პირველ და მეორე ადგილს ინაწილებენ. იყალთოს საჯარო სკოლის ეკოკლუბმა 6,250 ქულა დააგროვა და ნახევარფინალში პირველი ადგილი დაიმსახურა. ხოლო ეკოკლუბ - ფესვები“ 6,200 ქულით მეორე ადგილს იკავებს.
თითოეული სკოლა მოსწავლეთა წარმატებით ამაყობს, მათ წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ ეკოკლუბელები საზოგადოებაში გარემოსდაცვითი კუთხით ცნობიერების ამაღლებაში საკმაოდ დიდ წვლილს შეიტანენ.
ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ქართველი მეცნიერის, მწერლის და ბოტანიკური სკოლის ერთ-ერთი დამაარსებლის ნიკო კეცხოველის პატივსაცემად დაარსდა.
კონკურსის მთავარი მიზანს წარმოადგენს, სკოლის მოსწავლეებს მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ და დაანახოს საკუთარი ხელით ცვლილებების განხორციელების შესაძლებლობები ბუნებრივი და სოციალური გარემოს გასაუმჯობესებლად.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.