მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამაზე მიღებას აცხადებს. მსურველებს პროგრამაზე დარეგისტრირება 7 ივლისიდან - 17 ივლისამდე შეუძლიათ.
პროგრამაზე რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე
სამიზნე აუდიტორია: მოქმედი ქართული ჟესტური ენის თარჯიმნები, რომელნიც საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან ყრუ თემის წარმომადგენლებს სხვადასხვა მომსახურების სფეროში.
პროგრამის მიზანია: პროგრამის მიზანია, ყრუთა თემის წარმომადგენლებისათვის სახელმწიფო სერვისებსა და მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის ზრდა, მათთვის ხარისხიანი სურდოთარგმანის შეთავაზების გზით, რაც განხორციელდება აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ქათული ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადებისა და სერტიფიცირების შედეგად. პროგრამის ფარგლებში მოხდება მოქმედი ჟესტური ენის თარჯიმნების გადამზადება ქართულ ჟესტურ ენაში, თარგმნის თანამედროვე სტანდარტების, მიდგომებისა და ეტიკეტის გათვალისწინებით.
პროგრამა დაფარავს შემდეგ საკითხებს:
თარჯიმნობის ტექნიკა, „რას ნიშნავს ყველაფრის თარგმნა“, თარგმნის სახეები, თარჯიმნის როლი სხვადასხვა დაწესებულებაში.
ქართული ჟესტური ენა, თარჯიმნის როლი ყრუ პირის ცხოვრებაში, კალკირებული ჟესტური მეტყველება და ჟესტური ენა, ყრუ პირის ჟესტები, რომლებსაც შესაბამისი ქართული სიტყვები არ გააჩნიათ,
საერთაშორისო ჟესტური ენა,- თარგმნის სპეციფიკა უსინათლო/სუსტი მხედველობის მქონე სმენადაქვეითებულებისთვის/ყრუთათვის,
სმენადაქვეითბულების/ყრუ პირების ფსიქოლოგიის სპეციფიკა.
თარჯიმნის ეთიკა თარგმნისას
რთული ტერმინების თარგმნის სპეციფიკა (იურიდიული, პოლიტიკასთან ახლოს მყოფი ტერმინები)
ხანგრძლივობა, დროში განაწილება: სურდოთარჯიმნის სერტიფიცირების პროგრამის ხანგრძლივობაა 60 საათი, 20 დღე - დღეში 3 საათი;
ტრენინგ-მოდულის დასრულების შემდეგ მონაწილეები: პროგრამის გავლის შედეგად გადამზადდებიან სურდოთარჯიმნები და მიიღებენ სერტიფიკატებს, რომლებიც კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევენ ყრუთა თემის წარმომადგენლებს.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
მედალოსანი მოსწავლეების ფინანსური წახალისების წესი დამტკიცდა - ვინ მიიღებს 500 და 300 ლარს
„მასწავლებლობა ჩემთვის, შთაგონება და სულის ძახილი“ - გაიცანით 2025 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს კონკურსის გამარჯვებული ეკა სეფიაშვილი
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
სკოლაში გაზაფხულის პირველი დღესასწაულები განსაკუთრებულად აღინიშნა