სიახლეები
სკოლები

ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი ზაფხულის მოწყობა გადაწყვიტეს
07-07-2021
-
+


ბათუმის N8 საჯარო სკოლის პედაგოგმა ნინი ქარჩავამ და ბათუმის N15 საჯარო სკოლის მასწავლებელმა ზეინაბ შავაძემ მოსწავლეებისთვის დაუვიწყარი ზაფხულის მოწყობა გადაწყვიტეს საზაფხულო ბანაკ „ნარინჯერებში“ ერთობლივი არდადეგების მოწყობით.

საზაფხულო დავალებებზე ფიქრის დროს დაიბადა იდეა, საკუთარ მოსწავლეებთან და არამარტო მათთან ერთად საინტერესო და თავგადასავლებით სავსე საზაფხულო არდადეგების გატარებისა.  მასწავლებლებთან ერთად ზაფხული? დიახ, მართლაც უცნაურად ჟღერს, თუმცა „ნარინჯერების“ ბანაკის იდეის არსიც სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ დაამტკიცონ თუ როგორ იდეალურად შეიძლება მოსწავლეების და მასწავლებლების ერთობლივი საზაფხულო არდადეგების მოწყობა.
 
„საზაფხულო დავალებებზე ფიქრში დაბადებული იდეა:
ჩვენი მოსწვლეები ზღაპრებიდან გადმოსულ გმირებს ჰგვანან. მთავარია ჩვენ შევუქმნათ მათ ზღაპრული გარემო. ამ შემთხვევაში თავგადასავლებით სავსე ხურჯინი მთაში გელოდებათ! გვინდა ვიპოვოთ რაც შეიძლება ბევრი ცნობისმოყვარე და თავგადასავლების მაძიებელ ბავშვი,რადგან დაახლოებით ასეთივე მასწავლებლები ვართ.
 
ჩვენ ორნი,ზეინაბ შავაძე და ნინი ქარჩავა, საზაფხულო არდადეგებისთვის ვემზადებოდით. ერთად ვგეგმავდით მშვიდ, ჯანსაღ, მწვანე გარემოში დასვენებას და ასეთი იდეა გაგვიჩნდა, რომ მივცეთ ჩვენს მოსწავლეებს და არა მარტო მათ საშუალება ჩვენთან ერთად დაისვენონ, იკითხონ, გაერთონ, ითამაშონ, იკვებონ. გვქონდეს ერთნაირი თავგადასავლები. უკეთ გავიცნოთ მასწავლებლებმა ბავშვები და პირიქით.

ამასთანავე ორივეს გვიყვარს ნარინჯი, როგორც ხილი და როგორც ფერი. ასე რომ ჩვენ „ნარინჯები“ ვართ. ერთიანები, მეგობრულები, მხიარულები სურვილი გვაქვს ერთი კვირით 2-დან 8 აგვისტომდე წავიდეთ მთაში, ზღვის დონიდან 1500 მეტრზე, ხულოში, სოფელ დიდაჭარაში, პატარა, მყუდრო საოჯახო სასტუმროში, ბავშვების ზომიერი რაოდენობით, ისე რომ ყველასთან მოვახერხოთ, მუდმივი, ხარისხიანი კომუნიკაცია, გავატაროთ შვიდი ჯადოსნური დღე.

ჩვენი გუნდი უზრუნველვყოფს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით ბავშვების ტრანსპორტირებას, ასევე საოჯახო სასტუმროში განთავსებას, ოთხჯერად კვებას. ერთად გატარებული თითოეული დღე დატვირთული იქნება შემეცნებითი და გასართობი აქტივობებით: მინი ექსკურსიებით, სამაგიდო და გარე თამაშებით, კითხვით, ფილმებით, ანიმაციებით, ხატვით, ხელსაქმით, ძერწვით“, - აღნიშნავს „ნარინჯერების“ საზაფხულო ბანაკის ორგანიზატორი ნინი ქარჩავა.

მეტი ინფორმაცია საზაფხულო ბანაკ  „ნარინჯერების“ შესახებ იხილეთ ბმულზე: 

იხილეთ ფოტოები:

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

რა შემთხვევაში მიმართავს სკოლის დირექტორი რესურსცენტრის უფროსს შუამდგომლობით

ორშაბათიდან სკოლებში გამოცდები ჩატარდება - რომელ მოსწავლეებს ეხება ტესტირება

სახელოვნებო და სასპორტო საგნების პედაგოგების საკვალიფიკაციო მოთხოვნები - რა წერია ზოგადი განათლების კანონში

ვინ ვერ გამოიყენებს მასწავლებელთა გამოცდაზე მიღებულ შედეგს - შეზღუდვა და განმარტება კანონიდან

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

პროექტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სკოლების, მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიქმნა და STEM საგნებისადმი ინტერესის გაღვივებას ემსახურება

პროექტის ხელშემწყობი და მრჩეველი - სკოლის დირექტორი - ქალბატონი შორენა მუზაშვილი გახლავთ

ახალქალაქის N4 საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა ღონისძიება საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ მრავალფეროვნებაზე ჩაატარეს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება