სიახლეები
სკოლები

ბათუმის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დემეტრე ვარშანიძე და ანა ძნელაძე ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
07-07-2021
-
+


ბათუმის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები - დემეტრე ვარშანიძე და ანა ძნელაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

მოსწავლეებს მათი წარმატების დამადასტურებელი სიგელები გადაეცათ.

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. ბათუმელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 28 ივნისს გაიმართა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 60 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს 30 ივნისს „ბათუმის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. ინტელექტ-ჩემპიონატის კონკურსის პირველ ეტაპში მონაწილე ყველა ბათუმელი მოსწავლე „ეტალონის“ და ქალაქ ბათუმის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით, ხოლო მეორე ეტაპში - ონლაინ ოქროს სიგელებით დაჯილდოვდნენ.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

განათლებაში ხელფასი 252 ლარით გაიზარდა - დეტალური ინფორმაცია

აბიტურიენტების საყურადღებოდ - NAEC შეხვედრას ჩაატარებს

განათლების ყოფილი მინისტრი კონსულტანტად IBSU-ში დაინიშნა

რამდენი საათი უნდა იმუშაონ ბაღის აღმზრდელებმა - დოკუმენტი

რა გაკეთდება იმისთვის რომ სკოლებამდე და ბაღემადე მისასვლელი გზა მასწავლებლების, მოსწავლეებისა და მშობლებისსთვის უსაფრთხო იყო

პიროვნება

გთავაზობთ ბლიც-ინეტრვიუს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლის პედაგოგ დავით ბოლქვაძესთან

სკოლები

ბავშვებმა დიდი სიხარულით, მონდომებით იმუშავეს

კონფერენციის მიზანი იყო მოსწავლეების მიერ პროფესიის სწორი არჩევანის მნიშვნელობის გააზრება უწყვეტი განათლების კონტექსტში

მოსწავლეებმა უპასუხეს საინტერესო კითხვებს, გაიაზრეს თემა და ჩაუღმავდნენ არართ საკითხს

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება
Loading...