TOP ნიუსი
სიახლეები
სკოლები

ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში
07-07-2021
-
+


აკადემიკოს ვიქტორ გუჩუას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N1 საჯარო სკოლაში 2020-2021 სასწავლო წელი ნაყოფიერი და საინტერესო იყო. მოსწავლეები აქტიურად აღნიშნავდნენ მნიშვნელოვან თარიღებს, მონაწილეობდნენ კონფერენციებში, მართავდნენ პრეზენტაციებს და საკუთარ შესაძლებლობებს სხვადასხვაგვარად ავლენდნენ.

სკოლაში დედაენის დღისადმი მიძღვნილი კალიგრაფიის კონკურსი ჩატარდა, ასევე მათემატიკის კათედრის ორგანიზებით გაიმართა შეჯიბრება მათემატიკის ცოდნაში.

ეკოკლუბ „ესკედას“ ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა ეთნოგრაფიულ მუზეუმს. ეკოკლუბისა და კლუბ ვექტორის წევრებმა შეაგროვეს მაკულატურა და გაამდიდრეს სკოლის ბიბლიოთეკა. ასევე ეკოკლუბ „ესკედას“ ინიციატივით გაიმართა „ბატიბუტის დღე“.

ასევე გაიმართა პრეზენტაცია აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით და ჩატარდა კონფერენცია თემაზე „სამეგრელო - ზემო სვანეთის ღირშესანიშნაობები“.

მოსწავლეებმა დედაენის დღესთან დაკავშირებით მოამზადეს კედლის გაზეთი, ასევე აღნიშნეს ეროვნული სამოსის დღე.

სკოლის ეკოკლუბი გადავიდა CENN- ის კონკურსის ნახევარფინალში.

გარდა ამისა, საზეიმოდ აღინიშნა 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მოსწავლეებმა გაამწვანეს სოფლის ცენტრი. დევიზი იყო „გაამწვანე გარემო, მოუარე, შეიყვარე“.

სასწავლო წლის განმავლობაში ასევე ჩატარდა კონკურსი „ჩემი სოფელი“. ჟიურიმ შეაფასა მიღებული მასალები და გამოარჩია გამარჯვებულები. მოსწავლეებს, რომლებმაც საპრიზო ადგილები დაიკავეს, გადაეცათ სიგელები.

იხილეთ ფოტოები


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები

მე-8 კლასელი მოსწავლე თანასკოლელმა დანით, თავისა და კისრის არეში დაჭრა - შემთხვევა საჯარო სკოლის ტერიტორიაზე მოხდა 

შერჩეული მასწავლებლები დამატებით მიიღებენ სახელფასო დანამატს 1000 ლარის ოდენობით

პიროვნება

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს მუხროვანის საჯარო სკოლის დირექტორი სვეტლანა სუხორუკოვა პასუხობს

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოს საჯარო სკოლის დირექტორი დოდო ბეგიაშვილი პასუხობს

სკოლები

პატარა მსახიობი ლიკა ჭანტურაიას შესრულებულმა როლმა მაყურებლის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა

წინასაახალწლო სამზადისი სკოლის ყოველწლიური ტრადიციაა

პირველკლასელმა ანბანის სწავლა ხალისით დაიწყო და ანბანის პირველ ასო-ბგერას დიდი ენთუზიაზმით გაეცნო

 

 

საინტერესო

„ეტალონის“ შემოდგომის სეზონის საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით დასრულდა

„ეტალონის“ საგნობრივი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით სრულდება

რა გავლენას ახდენს ChatGPT მოსწავლეებსა და სწავლაზე? - საინტერესო კვლევა

ინგლისური ენის ოლიმპიადა შემოდგომის სეზონზე პირველად გაიმართა

სიახლეები
საზოგადოება