თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატები მოიპოვეს
07-07-2021
დაკოპირებულია
-
+
დავით სარაჯიშვილის სახელობის თბილისის N16 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ნიკა მუმლაძემ, გივი ჯოჯუამ, ანდრია ტაბატაძემ, ბარბარე ბენდელიანმა და საბა ჭოხონელიძემ izrune.ge-ს მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.