სიახლეები
სკოლები

„სიხარულის ცრემლი, სიყვარული და ზღვა ბედნიერება“-ქუტირის საჯარო სკოლის მეოთხეკლასელები პირველ მასწავლებელს სიყვარულით გამოემშვიდობნენ
07-07-2021
-
+


აკაკი ტერელაძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირის საჯარო სკოლაში მე-4 კლასელების გამოსაშვები საღამო გაიმართა.  სიყვარულით სავსე გულებით დაემშვიდობნენ  მოსწავლეები თავიანთ პირველ მასწავლებელს, მას ვინც შეაყვარა სამშობლო, წიგნი, ასწავლა ანი-ბანი, დააფრთიანა და გზა დაულოცა შემდგომი წარმატებებისკენ. ღონისძიება ულამაზესი ფოიერვერკით დასრულდა. 

„ ...ამაღელვებელი იყო მოსწავლეების მიერ გამოხატული მადლიერება ელისო მასწავლებლისადმი. იყო სიხარულის ცრემლი, სიყვარული და ზღვა ბედნიერება. თვალ-ხატულა ონავარ გოგო-ბიჭებს მათი პირველი მასწავლებელი ნანული ფხალაძეც არ დავიწყებიათ და ლექსებითა და სიმღერებით შორიდან მოეფერნენ მას.მადლობა გადაუხადეს სკოლის დირექტორს ბატონ ზურაბ თოდუას და ყველა მასწავლებლებს, ვინც პირველ საფეხურზე ასწავლიდა მადლობის სიგელები გადასცეს.
ისევ და ისევ მადლობა ელისო გედენიძეს, ლელა ჯღარკავას, ნანა ქავზინაძეს, თეონა კოპალიანს, გიორგი რუხაძეს, დარეჯან რუხაძეს, მანანა უგრეხელიძეს და ირინა უგულავას.

მადლობა და ულევი წარმატება თქვენ: თეკლე, ელენე, ვახო, მათე, სალომე, ანა, ლიზი, ეკატერინე,“ - სკოლის ადმინისტრაცია.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ბავშვთა სიღარიბის მაჩვენებლი გაიზარდა - საარსებო შემწეობას 270,712 არასრულწლოვანი იღებს

როდემდე შენარჩუნდება წვიმიანი ამინდი საქართველოში - უახლოესი დღეების პროგნოზს გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს

ქართული ენის სწავლების ვალდებულება კანონით განისაზღვრება - რა იცვლება მომავალი სასწავლო წლიდან

ატარა მაყურებელს დაუვიწყარი თავგადასავალი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრმა აჩუქა

პიროვნება

„მოსწავლის ნდობის მოპოვებისთვის აუცილებელია მასწავლებელი იყოს ობიქეტური, სამართლიანი, ჰქონდეს ემპათიის გრძნობა“...

„რომ შემეძლოს, მასწავლებლად ავირჩევდი ილია ჭავჭავაძეს, მარი კიურის, არისტოტელეს...“

„საშინაო დავალებას მაქსიმუმ 15 წუთი უნდა სჭირდებოდეს“ - დაბა ლენტეხის N2 საჯარო სკოლის დირექტორი ხელოვნურ ინტელექტსა და მომავლის სკოლაზე საუბრობს

„საშინაო დავალება მოსწავლის შესაძლებლობებზე უნდა იყოს მორგებული“ - თლუღის საჯარო სკოლის მასწავლებელი ქეთო გვენცაძე

სკოლები
აქტივობა მოსწავლეებისთვის სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა
 

კვირეულის ბოლოს სკოლაში მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

ბავშვები გაეცნენ აღდგომის სიმბოლოებს, ისტორიას, როგორ აღნიშნავდნენ უწინ აღდგომას საქართველოს
 

მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, რომელთაც ფონად ამ ლექსებზე შექმნილი მუსიკალური ნაწარმოებები უძღვოდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება