სიახლეები
სამასწავლებლო

„აუცილებელია მასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დადასტურება“ - ნატო ჩახუნაშვილი, ციხესულორის საჯარო სკოლის დირექტორი
07-07-2021
-
+


ვანის მუნიციპალიტეტის, ციხესულორის საჯარო სკოლია დირექტორი ნატო ჩახუნაშვილი სასწავლო წელს etaloni.ge-სთან აჯამებს. რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა და როგორც დირექტორმა, როგორ მოახერხა მათი დაძლევა? რას ურჩევდა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებსა და რა მიმართულებით სურთ სწავლა აბიტურიენტებს? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე საკუთარ მოსაზრებას ნატო ჩახუნაშვილი ბლიც-ინტერვიუში გვიზიარებს.

- როგორ შეაჯამებდით 2020-2021 სასწავლო წელს? რა გამოწვევების წინაშე დადგა სკოლა, თქვენ, როგორც დირექტორი და როგორ მოახერხეთ მათი დაძლევა?


- შეძლებისდაგვარად მოვახერხეთ გამოწვევებთან გამკლავება, მცირეკონტიგენტიანია ჩემი სკოლა და ამიტომ დიდ სირთულეებთან არ გვქონია საქმე.

- რამდენად გაიზარდა მშობელთა ჩართულობა სასკოლო-სააღმზრდელო პროცესებში და ძირითადად რა საკითხებს გამოჰყოფდით ამ პროცესში?

- მშობლების ჩართულობა გაიზარდა იმასთან დაკავშირებით, რომ დისტანციური სწავლების დროს არ ჩამორჩენოდა ბავშვი სასკოლო მასალას, უფრო მეტად აკონტროლებდნენ, არ გაეცდინათ ონლაინ-გაკვეთილი ბავშვებს და ამან გარკვეულ შედეგებზ გაგვიყვანა.

- რა რჩევას მისცემდით მასწავლებელთა გამოცდაზე გამსვლელ პედაგოგებს და რამდენად საჭიროდ მიგაჩნიათ საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების მსგავსი ფორმა?

- საჭირო კი არა, აუცილებელია მასწავლებელთა მიერ კომპეტენციის დადასტურება. რჩევას მივცემდი იმას რომ მეტი ყურადღება დაუთმონ ბავშვებს და არა საკუთარ თავს, გამოცდაზე არ ინერვიულონ და მეტი იმუშაონ საკუთარ თავზე

- პირველკლასელთა სკოლაში შესვლის ასაკის სასწავლო წლის დაწყების თარიღთან მიბმა მუდმივი მსჯელობის და აზრთა სხვადასხვაობის საკითხია. თქვენ როგორ უყურებთ აღნიშნულ საკითხს?

- ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან ბევრი პრობლემა გვაქვს, 16, 17, 18 სექტემბერს დაბადებული ბავშვები გარეთ რჩებიან, ოქტომბერში დაბადებულებსაც უნდათ სკოლაში შემოსვლა, ახალ წლამდეც რომ იყო გადაწეული და ჰქონდეთ ბავშვებს სკოლაში მისვლის უფლება, კარგი იქნებოდა.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

წმინდა ცეცხლს იერუსალიმიდან საქართველოში 23:40 საათისთვის ჩამოიტანენ 

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება