სიახლეები
სკოლები

ღების საჯარო სკოლის კონსულტანტ-მასწავლებლის თამარ სამსონაძის ხელმძღვანელობით საერთაშორისო პროექტი განხორციელდა
08-07-2021
-
+


ონის მუნიციპალიტეტის ღების საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი კონსულტანტ-მასწავლებლის თამარ სამსონაძის ხელმძღვანელობით eTwinning-ის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო პროექტი „ტოლერანტობა“  განხორციელდა. პროექტში 24 მასწავლებელი, 84 მოსწავლე და 19 სკოლა მონაწილეობდა.

პროექტში ჩართული იყო შემდეგი ქვეყნები: საქართველო, თურქეთი, ესპანეთი, ნიდერლანდები და პოლონეთი; ჩატარდა ონლაინ შეხვედრები ქართველ და უცხოელ მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან. პროექტი 8 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ხარისხის ნიშანზეა წარდგენილი.

პროექტის ძირითადი მიზნებს წარმოადგენს: მოსწავლეებში თანამშრომლობით უნარების განვითარება/გაუმჯობესება, შემოქმედებითი და კრეატიული უნარების წახალისება, წერის უნარის განვითარება, ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება/გაუმჯობესება და მეტაკოგნიტური უნარების განვითარება.

პროექტის თემება:

  • ტოლერანტობა;
  • უთხარი არა ბულინგს;
  • უთხარი არა რასიზმს;
  • რელიგიური არატოლერანტობა;
  • შეზღუდული შესაძლებლობები;
  • გენდერული უთანასწორობა;
  • პოლიტიკური დისკრიმინაცია;
  • ეთნიკური დისკრიმინაცია ან ეთნიკური არათანასწორობა;
  • დისკრიმინაცია განათლებაში ან განათლების უფლება;
  • ეროვნებაზე დაფუძნებული დისკრიმინაცია;
  • კრიმინალი მოტივირებული არატოლერანტობითა და დისკრიმინაციით;
  • ღირებულებები;
  • სილამაზე (გარეგნული ნიშნით დისკრიმინაცია);
  • დისკრიმინაციის ტიპები;
  • ადამიანის უფლებები.
ღების საჯარო სკოლა ამაყობს თამარ სამსონაძის წარმატებით და კიდევ მეტი ნაყოფიერი პროექტის განხორციელებას უსურვებს.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება