მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ბუგეულის, ამბროლაურის N2, ამბროლაურის N1 და ჭრებალოს საჯარო სკოლები, „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში, შემაჯამებელ კონფერენციაში მონაწილეობდნენ.
შემაჯამებელი კონფერენცია, 2020-2021 სასწავლო წლიდან „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული, რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონის სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობების მონაწილეობით ჩატარდა.
კონფერენცია ონლაინ Microsoft Teams-ის პლატფორმაზე გაიმართა.
კონფერენცია ზოგადი განათლების რეფორმის ფარგლებში პროექტის -„ახალი სკოლის მოდელი“ ლიდერობის კომპონენტით განხორციელდა.
სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებმა კონფერენციაზე შეაფასეს „ახალი სკოლის მოდელის“ ლიდერობის მიმართულებით, სკოლების ადმინისტრაციების მიერ განხორციელებული პროექტები.
კონფერენცია საინტერესოდ წარიმართა.
აღსანიშნავია, რომ ამბროლაურის N2 სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობამ, მონაწილე სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობებს მეგობრობის ნიშნად სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.