სიახლეები
ინტერვიუ

ნანა მამულაშვილი: „პედაგოგი არ არის მარტო საგნის მასწავლებელი, პედაგოგი უნდა იყოს ფსიქოლოგიც“
12-01-2018
-
+


გარდატეხის ასაკი მოზარდების ცხოვრებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდია. ამ დროს, ხშირად  ისინი იმასაც  ამბობენ, რომ დეპრესიაში არიან. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომ ბავშვს მომავალში აღნიშნული პრობლემები აარიდონ?

ფსიქოლოგი ნანა მამულაშვილი etaloni.ge-სთან არსებულ პრობლემებზე საუბრობს. ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ მშობელი ვალდებულია ამ დროს ბავშვის სულიერ მდგომარეობას და აღზრდას განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმოს.

- რას უნდა მიაქციოს ყველაზე მეტად მშობელმა ყურადღება შვილის გაზრდა-აღზრდის პროცესში, რომ შემდეგ გარკვეული პრობლემები არ წარმოიშვას?

- ბავშვი 6 წლამდე დედის სუნს ყოველთვის გრძნობს.  სასურველია ბავშვი სამ წლამდე მაინც გაიზარდოს დედასთან, რაც ხელს უწყობს ბავშვის და დედის კონტაქტს. ბავშვისთვის დაცულობის, სიმშვიდის და არანერვოტული საფრთხის ჩამოყალიბებას. დედაც და მამაც ბავშვისთვის ყოველთვის არის დაცვა, ეს არის კედელი, ეს არის კარი გარესამყაროში.  შესაბამისად, როდესაც მშობელი მეტნაკლებად უფრო ყურადღებით არის ბავშვის მიმართ,  არის მისი მფარველის და იმედის როლში. მერე  ეს ურთიერთობები გადადის სხვა ხარისხში, რამდენადაც მე ვენდობი ჩემს მშობელს, მას შეუძლია რომ კომპეტენტური პასუხი გამცეს უამრავ  ბავშვურ შეკითხვაზე, გამიფართოვოს თვალსაწიერი და ამიხსნას რა საფრთხეებია. ამ ყველაფრის შემდეგ ბავშვი არის უფრო მშვიდად, თავდაჯერებულად და ბედნიერად.

- ბოლო დროს ბავშვებში ძალადობის ფაქტებმა  ძალიან მოიმატა. გვახსოვს ცოტა ხნის წინათ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიაც. რა არის ამ ყველაფრის მთავარი მიზეზი და რა პრობლემების წინაშე ვდგავართ დღეს?

- ამ პრობლემას მე ცოტა შორიდან შევხედავდი. როდესაც ვამბობთ, რომ მოიმატა, ცოტა კითხვის ნიშანს დავსვავდი. ეს პერიოდი ჩვენც გავიარეთ, ყოველთვის იყო  ჩხუბები და გარჩევები,  უბანსა და უბანს შორის, სკოლასა და სკოლას შორის. ახლა თითქოს მიჩუმდა ამ კუთხით ასეთი გარჩევები, მაგრამ ზოგადად თუ ვისაუბრებთ არც მაშინ იყო ნაკლებად. ეს არის რთული და საინტერესო ბავშვისთვის. მოზარდისთვის, ზოგადად გარესამყაროში თავისი ადგილის მოპოვების მომენტი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ყველა ერთნაირი არ არის, ვიღაცა ამას პოულობს თავის ნიჭიერებაში და სწავლაში, ვიღაცას ამას უკეთებს ოჯახი.  ამით ხდება თვითგანმტკიცება, რომ მე ძლიერი ვარ. შესაბამისად, ეს ის ასაკია, როდესაც მე ვიქმნი წარმოდგენას საკუთარ თავზე, მე უნდა შევქმნა ჩემი ტიპაჟი. ინდივიდუალური დეფიციტებდიან, აღზრდიდან და ფასეულობებიდან გამომდინარე.  ვიღაცასთან ასეთი პროცესები მიმდინარეობს, ვიღაცაზე ძალადობა, აგრესიის სახით საკუთარი თავის პოვნა. ვიღაცასთან ეს არის პირიქით, ჰარმონიული ურთიერთობა გარემოსთან, სიმშვიდის, გაშველების და სწავლაზე ორიენტირებულობის კუთხით.

- დღევანდელი გარემოებებიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, აუცილებელია თუ არა, რომ სკოლებში ბავშვებთან  ფსიქოლოგები მუშაობდნენ?

- ეს ყველაფერი საჭიროა თუნდაც პრევენციის თვალსაზრისით. პედაგოგებს, რომლებსაც უამრავი ფუნქცია აქვთ, საშინლად შევიწროვებულ მდგომარეობაში არიან. არ ვარ მომხრე არანაირი ძალადობის, მაგრამ ვერ წარმოიდგენთ პედაგოგები როგორი ძალადობის ქვეშ არიან, მათ შორის ბავშვებისგანაც და გარემოსგანაც. მიმაჩნია, რომ პედაგოგი არ არის მარტო საგნის მასწავლებელი, პედაგოგი უნდა იყო ფსიქოლოგიც, რომელსაც თავის მოსწავლეებთან ერთად შეეძლება ნორმალური ურთიერთობის დამყარება. პედაგოგი უნდა იყოს ნდობის საგანიც.

- რას ურჩევთ სკოლის მოსწავლეებს?

- უნდა ვურჩიოთ მშობელსაც, საბავშვო ბაღის პედაგოგსაც, ბავშვსაც, რომ სიცოცხლე ეს არის ყველაზე ხელშეუხებელი რამ. რამდენმა იცის ეს, რამდენი იზრდება ამ ფასეულობებით და ღირებულებებით. ბევრმა არ იცის, რომ კომპრომისი, ერთგულება, დათმობა, არღალატი და სხვა მრავალი ეს ღირებულებათა შკალის ყველაზე მაღალი ფასეულებებია.  სკოლის მოსწავლეებს, კომპიუტერული ბუმიდან გამომდინარე უჭირთ ზომიერების შენარჩუნება. ბავშვმა უნდა  იცოდეს, რომ ზომიერად, თავისდასასარგებლოდ გამოიყენოს კომპიუტერი, როგორც ინფორმაციის წაყრო, მაგრამ არ იყოს მთლიანად მასზე დამოკიდებული.  კომპიუტერს უნდა ჰქონდეს ბავშვის ცხოვრებაში გარკვეული ადგილი, მაგრამ ვერანაირი კომპიუტერი  ვერ შეცვლის წიგნს. როდესაც წიგნს ვკითხულობთ, ტვინი აქ სხვანაირად მუშაობს. თვითონ ქმნის წარმოსახვით გმირებს, ნახატებს, დეკორაციას, ამიტომ დააკვირდით, დღეს ტექნიკის გარდა არაფერი ახალი არ იქმნება.


- მოზარდი ბავშვები გარდატეხის ასაკში ხშირად ამბობენ, რომ დეპრესიაში არიან. ეს არის დეპრესია, ფსიქოლოგიური პრობლემები თუ ეს მათი ასაკის ბრალია?

- ყველა ბავშვი ინდივიდუალურად გადის ამ ასაკს. მისი ინდივიდუალური, ხასიათობრივი, სტრუქტურული ან რაიმე თანდაყოლილი ფსიქოლოგიური თავისებურებიდან გამომდინარე ვიღაცა ნაკლებად ემოციურია, ვიღაცა მეტად ფაქიზია, ან მეტად მგრძნობიარეა.  ცალსახად, რომ ვთქვათ  ყველას აქვს დეპრესია, მე ასე არ მგონია. ის რომ გუნება-განწყობა არ არის ჩამოყალიბებული   და არ არის სტაბილური ამ ასაკში, სწორედ ამიტომ ჰქვია ამას გარდატეხის ასაკი. მოზარდში ყოველდღიურად ჩნდება ახალი ინტერესები, შეგრძნებები და აღმოჩენა ამ უზარმაზარი  სამყაროსი. ყველაზე მთავარი ამას ახლავს ის, რომ მე ამ სამყაროში უნდა ვიპოვო ჩემი ადგილი. მკაცრად მოვთხოვდი მშობლებს, რომ მიაქციონ ბავშვების ამ სულიერ მდგომარეოაბს და აღზრდას ყურადღება.

- რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის ჩართულობა ბავშვის განათლება-წახალისებაში?

- ძალიან მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი. პირველ რიგში მშობელი უნდა აძლევდეს ამის მაგალითს. საღამოს, როდესაც მშობელი სამსახურიდან სახლში მოდის,  მან უნდა გამონახოს დრო, რომ წიგნი წაიკითხოს ბავშვთან ერთად.  ბავშვი არ იზრდება სიტყვით, ბავშვი იზრდება მაგალითით. სასურველია მშობელმა და ბავშვმა ერთად იმსჯელონ, წაიკითხონ, უყურონ ფილმებს. მშობელი არის ბავშვის კავშირი სამყაროსთან. იგი  ვალდებულია ბავშვს სიმშვიდე მიანიჭოს, შვილისთვის ცოდნის თვალსაზრისით უნდა იყო ავტორიტეტი და არა ფინანსური თვალსაზრისით.

- სად გადის ზღვარი ფსიქოლოგიურ და ფსიქიკურ პრობლემებს შორის?

- ძალიან ფაქიზი და ძალიან რთულია ხოლმე ამის ამოცნობა. როგორც ზემოთ ვახსენეთ, როცა გარდატეხის ასაკზე ვსაუბრობთ და ხშირად ამბობენ ბავშვები, ჩვენ გვაქვს დეპრესია, აქიდან შეიძლება მცირე ნაწილს მართლაც ქონდეს დეპრესია. ამ შემთხვევაში დეპრესიაზე, როგორც დაავადებაზე ვსაუბრობთ.  ეს არის საკმაოდ მძიმე მდგომარეობა ადამიანისთვის, როდესაც არ არის ხალისი, განწყობა, აქვს შინაგანად მუდმივი ნეგატივიზმი, აქვს დაბალი თვითშეფასება, კლებულობს მისი კომუნიკაციის უნარი სოციუმში, და სხვა.  ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჰქონდეს ადამიანს, მაგრამ თუ ეს სისტემატიურ სახეს იღებს, მაშინ შეგვიძლია  ვისაუბროთ უკვე დეპრესიაზე, როგორც დაავადებაზე.  ამისთვის აუცილებელია, რომ მშობელმა ან ბავშვმა დააფიქსიროს ეს ყევლაფერი.  მშობელმა აუცილებლად უნდა მიიყვანოს ბავშვი შესაბამის ექიმთან და წარიმართოს სწორი მკურნალობა.  




კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

ცნობილია, რომელი უმაღლესის ავტორიზაციის ხელახალი განხილვა იქნება 27 დეკემბერს 

მედიაწიგნიერება სასკოლო განათლებაში

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტს (TUM) შორის თანამშრომლობა ღრმავდება

თბილისის საბავშვო ბაღებში ზამთრის არდადეგები 27 დეკემბრიდან დაიწყება

ნიმუშში შეტანილია 7 დავალება ტესტის თითოეული ნაწილიდან

პიროვნება

მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა


 

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“

„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან ტოლერანტები, ზრდილობიანები და გულკეთილები“

სკოლები

ოსწავლეებმა დიდი ინტერესი გამოიჩინეს და ყურადღებით მოუსმინეს პრეზენტაციას

ამჯერად, გიმნაზიის III კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი ქეთევან გაგოშიძე) სკოლაში წარადგინეს ღონისძიება - „ტყის საშობაო ზღაპარი“ 

აქტივობაში ისინი დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ

მოსწავლეებისთვის თამაში სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა

საინტერესო

დღეს, განვიხილავთ იდეებს, რომლებიც მოსწავლეებს სიამოვნებას მიანიჭებს და ბუნებასაც დაიცავს 

ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა -   ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა

ბოლო ერთი კვირის აქტივობები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მოსწავლეებმა განიცადონ საერთო საახალწლო სიხარული... 

მოსწავლეების ფანტაზია უსაზღვროა და საჩუქარს, ძირითადად, ადრესატის გემოვნებიდან გამომდინარე არჩევენ

სიახლეები
საზოგადოება