მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
„მეცნიერება მთავარ როლში“ - 19 ივნისს მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართა, სადაც 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი იყო წარდგენილი. ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლის პროექტმა „ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში“ საბუნებისმეტყველო მეცნირებების მასწავლებლის ინგა შავაძის ხელმძღვანელობით, პროექტებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. სკოლა საერთაშორისო ფესტივალზე წარდგება, რომელიც პრაღაში 2022 წლის მარტში გაიმართება.
„19 ივნისს მეორე ეროვნული ფესტივალი გაიმართა „მეცნიერება მთავარ როლში“. წარმოდგენილი იყო 19 ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ნამუშევარი. განსაკუთრებით აღსანიშნია ის ძალისხმევა, რომელიც თითოეულმა მონაწილე მასწავლებელმა გაწია ამ რთულ პერიოდში.
საერთაშორისო ფესტივალზე წარსადგენად ჟიურის გადაწყვეტილებით შეირჩა ოთხი პროექტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც საქართველოს სახელით წარსდგება საერთაშორისო ფესტივალზე პრაღაში 2022 წლის მარტში. გადაწყვეტილების მიღებისას ყურადღება მიექცა თუ რამდენად იყო პროექტში განხორციელებული კვლევა მოსწავლეთა მონაწილეობით.
ეს პროექტებია:
• საბუნებისმეტყველო მეცნიერებები პატარებისთვის - ელექტრობა ჩვენს ცხოვრებაში - ინგა შავაძე, სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის N23 საჯარო სკოლა.
• მრავალფეროვანი სასწავლო მიდგომები საბუნებისმეტყველო განათლებაში - ქალაქის ყოფა Covid-19 პანდემიის დროს, დანახული VI კლასის მოსწავლის თვალით, ინესა ბეჟანოვა, ქართული სასწავლებელი - თბილისი.
• შემოქმედებითი მიდგომა საბუნებისმეტყველო განათლებაში - STEAM - მცენარეული საღებავების გამოყენების ტრადიციები საქართველოში- მარინე ბაგალიშვილი, სსიპ ქალაქ თბილისის N145 საჯარო სკოლა.
• საბუნებისმეტყველო განათლება მდგრადი განვითარებისთვის - არა პოლიეთილენს! ქეთევან ედიბერიძე, სპს თავაძე და კომპანია სკოლა ანაბასისი
დიდი მადლობა თითოეულ მონაწილეს იმ სამუშაოსთვის, რომელიც მოსწავლეებთან განახორციელეს და ფესტივალის წარმატება განაპირობეს“, - წერია ინფორმაციაში.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.