სიახლეები
საინტერესო

ლადო ასათიანის 101 წლის იუბილე და უცნობი სასიყვარულო ისტორია
14-01-2018
-
+


ლა­დო ასა­თი­ა­ნი ქუ­თა­ის­ში, 1917 წლის 14 იან­ვარს და­ი­ბა­და. მშობ­ლე­ბი ლეჩხუმ­ში, სო­ფელ ბარდნლას  სკო­ლა­ში ას­წავ­ლიდ­ნენ, სა­დაც ლა­დო ზაფხუ­ლო­ბით ჩა­დი­ო­და ხოლ­მე.

ცა­გე­რის სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ტექ­ნი­კუ­მის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტი ქარ­თუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის სპე­ცი­ა­ლო­ბით და­ამ­თავ­რა.
წელს ლა­დო ასა­თი­ა­ნი სდა­ბა­დე­ბი­დან 101 წე­ლიშეს­რულ­და.

თით­ქ­მის არ წე­რენ ან ძა­ლი­ან ცო­ტა თუ იხ­სე­ნებს ლა­დო ასა­თი­ა­ნის პირ­ველ გა­ტა­ცე­ბას, ქუ­თა­ის­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სი­ჭა­ბუ­კის დღე­ებს რომ უკავ­შირ­დე­ბა. არა­და, ეს პირ­ვე­ლი გან­ც­და სუ­ლაც არაკ­ნი­ნებს იმ დიდ სიყ­ვა­რულ­სა და აღ­მაფ­რე­ნას, რაც პო­ეტს უკ­ვე თბი­ლის­ში ეწ­ვია. ანი­კო ვაჩ­ნა­ძი­სა და ლა­დოს სიყ­ვა­რუ­ლი ლე­გენ­დად იქ­ცა. მა­ნამ­დე კი იყო ქუ­თა­ი­სის პე­და­გო­გი­უ­რი ინ­ს­ტი­ტუ­ტის კედ­ლებ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტო­ბა და ის უჩ­ვე­უ­ლო რო­მან­ტი­კა, რაც ლა­დო­სა და მის მე­გობ­რებს სდევდათან.

ინ­ს­ტი­ტუტ­ში 1934 წელს ჩა­ი­რიცხა. მო­მა­ვა­ლი წლის გა­ზაფხულ­ზე კი უკ­ვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იყო თანა­კურ­სელ გო­გო­ნა­ზე, რო­მელ­საც "შავ­თ­ვა­ლა" შე­არ­ქ­ვა და მი­სი ეს და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მე­ტა­ფო­რა პო­ე­ზი­ის კუთ­ვ­ნი­ლე­ბად აქ­ცია. ლექსს - "სევ­დისტი­რი­ლი", ლა­დო თა­ნა­კურ­სელ მე­გო­ბარს, შემდგომ­ში პრო­ფე­სორ ნე­ლი დუმ­ბა­ძეს უძღ­ვ­ნის. ლექ­სის შე­სა­ხებ წიგ­ნ­ში დარ­თულ კო­მენ­ტა­რებ­ში ვკითხუ­ლობთ: "...შავ­თ­ვა­ლა გო­გო­ნა­სადმი ­მის გუ­ლის­ხ­მას პირ­ვე­ლი კურ­სის პირ­ვე­ლი თვე­ე­ბი­დან ვის­მენ­დით. შემ­დეგ­ში არა მარ­ტო ლა­დო სთა­ნა­კურ­სე­ლებ­მა, არა­მედ მთელ­მა ფა­კულ­ტეტ­მა იცო­და ლა­დოს გა­ტა­ცე­ბის ამ­ბა­ვი. იგი ხმა­მაღ­ლა მღე­რო­და "შავ თვა­ლებ­ზე", "შა­ვი თვა­ლე­ბით" ზო­მავ­და მთელ ქვე­ყა­ნას და თა­ვის სამ­ზე­ოს სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვ­რუ­ლი სიმ­ბო­ლოც შე­ურ­ჩია - "შავ თვა­ლებს, ბნელ ღა­მეს". ამ სა­თა­უ­რით ლა­დომ ლექ­სე­ბის მთე­ლი დას­ტა და­წე­რა, მაგ­რამ... ად­რე­სატს ისი­ნი აღარ შე­მო­უ­ნა­ხავს". რო­გორც ჩანს, ლა­დოს სიყ­ვა­რუ­ლი თა­ნა­კურ­სე­ლი გო­გო­ნას, მა­რი­ამ ტრა­პა­ი­ძის მი­მართ ცალ­მ­ხ­რი­ვი იყო. მა­რუ­სია (ა­სე ეძახ­დ­ნენ მე­გობ­რე­ბი) არ იზი­ა­რებ­და პო­ე­ტის გუ­ლის­თ­ქ­მას. 1936 წელს, ლა­დო ნე­ლი დუმ­ბა­ძეს უგ­ზავ­ნის ლექსს - "კე­თი­ლო დაო, ნე­ლი", რო­მელ­შიც სა­კუ­თარ სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­საც წარ­მო­ა­ჩენს: "გუ­ლი ნაც­რემ­ლი, გუ­ლი თე­ლი­ლი,/ ძნე­ლია, დაო, მერ­წ­მუ­ნე, ძნე­ლი,/ ამი­ტომ მსურ­და მე ეს წე­რი­ლი/ არ ყო­ფი­ლი­ყო უკა­ნას­კ­ნე­ლი..." წე­რილ­ში ლადო წერს "შავ­თ­ვა­ლა" გო­გო­ნას შე­სა­ხებ. "ლექ­სად ქცე­უ­ლი ვარ და ლექ­სად გე­სიტყ­ვე­ბი.

მიხ­ვ­დები, ალ­ბათ, რას გე­უბ­ნე­ბა ლექ­სი ეს... მა­რუ­სია წა­მო­ვი­და ისე, რო­გორც მას სჩვე­ვია. რა ვუ­ყოთ, მე ხომ იცი, აკი­დე­ბა მე­ჯავ­რე­ბა... მა­რუ­სი­ას ასე უთხა­რი ჩემს მა­გი­ერ, სა­ხა­რე­ბის ენით: "ყო­ველ­მან ხე­მან, რო­მელ­მაც არ აგა­მო­ი­ღოს ნა­ყო­ფი კე­თი­ლი, მო­ი­კუ­ე­თის და ცეცხ­ლ­სა დად­ვა­სო". მა­რი­ა­მი ლა­დო­ში მხო­ლოდ თა­ნა­კურ­სელ მე­გო­ბარს ხე­დავ­და. რო­დე­საც ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კ­ვა, ლა­დოს ეყო ძა­ლა, გა­ე­გო გო­გო­ნას­თ­ვის და გრძნო­ბა თა­ვი­სი­ვე სუ­ლის ლა­ბი­რინ­თებ­ში გა­და­ე­მა­ლა.
ისი­ნი მე­გობ­რე­ბად დარ­ჩ­ნენ".

1938 წლი­დან პო­ე­ტი საცხოვ­რებ­ლად და სა­მუ­შა­ოდ თბი­ლის­ში გა­და­ვი­და. მუ­შა­ო­ბა გა­ზეთ "ნორ­ჩი ლე­ნი­ნე­ლის" რე­დაქ­ცი­ა­ში და­იწყო. მა­ლე მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე, ანი­კო ვაჩ­ნა­ძე გა­იც­ნო, რო­მე­ლიც მწე­რალ­თა კავ­შირ­ში ეკო­ნო­მის­ტად მუ­შა­ობ­და. ლა­დომ ის პირ­ვე­ლად ქუ­ჩა­ში ნა­ხა და ანო­ნი­მუ­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლო წე­რი­ლი გა­უგ­ზავ­ნა. წე­რი­ლის ავ­ტო­რის დად­გე­ნა ხელ­წე­რის მი­ხედ­ვით, მწერ­ლებ­მა მო­ინ­დო­მეს.

ლა­დო და ანი­კო ერ­თ­მა­ნეთს პო­ე­ტის უახ­ლო­ეს­მა მე­გო­ბარ­მა, ნი­კა აგი­აშ­ვილ­მა გა­აც­ნო. პირ­ვე­ლი შეხ­ვედ­რი­და ნრამ­დე­ნი­მე დღე­ში და­ქორ­წინ­დ­ნენ. ანი­კო ულა­მა­ზე­სი ქა­ლი იყო. ლა­დოს გაც­ნო­ბამ­დე მას ლექ­სე­ბი სი­მონ ჩი­ქო­ვან­მა, პა­ო­ლო იაშ­ვილ­მა, ვა­ლე­რი­ან გაფ­რინ­დაშ­ვილ­მა, გი­ორ­გი შატ­ბე­რაშ­ვილ­მა, კო­ლაუ ნა­დი­რა­ძემ, გი­ორ­გი ქუ­ჩიშ­ვილ­მა და სერ­გეი მი­ხალ­კოვ­მა მი­უძღ­ვ­ნეს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყვე­ლა ამ ლექსს ლა­დომ მი­ნა­წე­რე­ბი გა­უ­კე­თა. წყვი­ლი ერ­თ ხანს ანი­კოს მშობ­ლებ­თან ცხოვ­რობ­და, შემ­დეგ კი ძერ­ჟინ­ს­კის ქუ­ჩა­ზე, ერთ პა­ტა­რა, უფან­ჯ­რო ოთახ­ში გა­და­ვი­და, რომ­ლის ფარ­თო­ბი სულ 14 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი იყო. ოთახ­ში დღის სი­ნათ­ლე მხო­ლოდ კარ­ზე ჩას­მუ­ლი მი­ნი­დან შე­დი­ო­და.
ახალ­გაზ­რ­და პო­ე­ტი ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვად­და. ჭლე­ქი იმ დროს გა­ნუ­კურ­ნე­ბე­ლი სე­ნი იყო.

კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

არდადეგების დასრულების დრო ცნობილია - რომელ სკოლებს ეხებათ სააღდგომოდ 1 კვირიანი დასვენება 

დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს

„უფლის ჯვარცმით კაცობრიობამ განაჩენი საკუთარ თავსაც გამოუტანა“...

პასქა ხატისპური არ არის - რა დატვირთვა აქვს ამ ორ სარიტუალო ნამზადს - ეთნოგრაფის განმარტება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

სკოლები

აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.

 ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში მუსიკალურ-ლიტერატურული საღამო გაიმართა 

„წარმატებებს ვუსურვებთ მომავალშიც ჩვენს სასახელო სპორტსმენს“

ბოდბის საჯარო სკოლის მე-2 კლასის მოსწავლეებმა „საარსებო გარემოს მოდელი“ შექმნეს 

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება