სიახლეები
სკოლები

ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის სიგელები გადაეცათ
08-07-2021
-
+


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირის საჯარო სკოლის მოსწავლეები - ნინი გოქაძე, ნინო ნაჭყებია, მათე მილორავა, გუგა სირია, კოკა ასათიანი, გვანცა ჯანაშია, ლიზი სახოკია, გიორგი კვირკვაია, მარიამ მილორავა, ლიზი ბესელია საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. 

სენაკის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეებს სიგელები გადაეცათ. 

6 ივლისს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში სენაკელი მოსწავლეებისთვის ჩატარდა. ინტელექტუალურ კონკურსში სენაკის მუნიციპალიტეტის სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ. ინტელექტ-ჩემპიონატში მონაწილე ყველა სენაკელი მოსწავლე „ეტალონის“ და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა.

კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩა 65 მოსწავლე, რომლებიც ერთმანეთს „სენაკის ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრებიან. კონკურსის II ეტაპი 9 ივლისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაიმართება.


კომენტარები


ეტალონი

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

გამარჯვებისთვის ერთმანეთს მცხეთის 18 სკოლის 90 მოსწავლე ეჯიბრება

2024 წლის „აფხაზეთის ა/რ ეტალონი მოსწავლე“ გამოვლინდა

ინტელექტის და ცოდნის ზეიმში აფხაზეთის ა/რ სკოლების მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები მონაწილეობენ

20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ

სიახლეები

„იცვლება საშუალო საფეხურის მოწყობა“ - მე-11 და მე-12 კლასელების საყურადღებოდ!

ახალი საგნობრივი სტანდარტების მიხედვით განახლდება ყველა სასკოლო სახელმძღვანელო

სახელმწიფო სასწავლო გრანტების ოდენობა ცნობილია - მთავრობის დადგენილება

პიროვნება

„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური

„როცა მშობელი, მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთის გაგებას ისწავლის, მაშინ სკოლა ბედნიერების სივრცე გახდება“- კუშის საჯარო სკოლის დირექტორი

„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი

„მასწავლებელმა პატივი უნდა სცეს მოსწავლის დამოუკიდებელ აზროვნებას“ -  ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი ტრისტან გუგავა
სკოლები
პროექტს ხელმძღვანელობდა - ბილინგვური სწავლების სპეციალისტი, ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ინა მანასიანი
 

მე-5 კლასის მოსწავლეებმა მოამზადეს პროექტი სახელწოდებით - „არა ბარბარიზმებს!“

სასწავლო პროცესს ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი ლ. კურგინიანი ხელმძღვანელობდა

საინტერესო

მასწავლებელს მის დასახმარებლად რამდენიმე ხრიკის გამოყენება შეუძლია.

რა ხრიკები უნდა გამოიყენოთ მოსწავლესთან, რომელსაც დამახსოვრება უჭირს? - რჩევები მასწავლებლებისთვის 

სიახლეები
საზოგადოება