მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ თახჩის საჯარო სკოლამ გამოწვევებით სავსე სასწავლო წელი ღირსეულად დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ სკოლა მცირეკონტიგენტიანია, სკოლაში სულ 4 მოსწავლე სწავლობს, აქედან 2 გადავიდა მე-3 კლასში და ორი კი მე-9 ში. სკოლას წელს არცერთი პირველკლასელი არ ეყოლება.
სკოლის დირექტორი გახლავთ ქალბატონი გაიანე მიქაელიანი, რომელიც მოსწავლეებს მრავალფეროვან და მათ ინტერესებზე მორგებულ სასწავლო გარემოს სთავაზობს. მასწავლებლები კი დაუღალავად შრომობენ, რომ მიუხედავად მცირერიცხოვნობისა მოსწავლეები საინტერესო ღონისძიებებში ჩართონ. მოსწავლეებიც ინტერესით არიან ჩართულნი სასწავლო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობებში და ცოდნისა და ნიჭის წარმოჩენას ცდილობენ.
აქვე დავძენთ, რომ სკოლის დირექცია უწყვეტად ზრუნავს მოსწავლეთა ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ამიტომ სკოლაში, კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს ზედმიწევნით იცავენ.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დეტალური სტატისტიკაც ნობილია
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
მოსწავლეებმა ისაუბრეს კლიმატურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ინგლისურის პედაგოგი - ანატოლია მკრტჩიანი და მუსიკის პედაგოგი - კიმა პალიანი.