მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მარტყოფის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები საგანმანათლებლო პროექტში - „დიდგორელი“ წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. მოსწავლეებსა, მათ ხელმძღვანელ პედაგოგებს და სკოლის დირექტორს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
ქვემო ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის წარმომადგენლის, ლევან ჟვანის მიერ ორგანიზებული პროექტის -„დიდგორელი“ დაჯილდოვების ცერემონიალი საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.
პროექტში ჩვენი სკოლის მე-9-მე-10 კლასის 18 მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაც სკოლის ისტორიის მასწავლებლები - ლამარა ბიბილური და თამარ კენკაძე ხელმძღვანელობდნენ. 18 მოსწავლიდან ფინალურ ტურში სკოლის 6 მოსწავლე გადავიდა:
დაჯილდოების ცერემონიალზე პროექტში გამარჯვებულ მოსწავლეებს, მათ პედაგოგებსა და საჯარო სკოლის დირექტორებს პროექტ „დიდგორელის“ სპონსორებისგან სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.
სკოლა მადლობას უხდის და მომავალ წარმატებებს უსურვებს პროექტის ორგანიზატორებს, პროექტის მონაწილე ყველა მოსწავლეს და მათ მასწავლებლებს.
იხილეთ ფოტოები:
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.