მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
დავითი ფიქრობს, რომ შეძლო ის, რაც ჩაფიქრებული ჰქონდა. მან იმდენი მოახერხა, რომ სკოლაში შექმნა საოცარი გარემო, სადაც მოსწავლეებს მისვლა უხარიათ:
„ძველი სკოლა გვაქვს, ბოლოს 80-იან წლებში გარემონტდა, მაგრამ რომ შემოხვალთ გესიამოვნებათ - ერთი შუშაც არ არის გატეხილი. ამას ბავშვები უვლიან. ძალიან კარგი თაობაა. არც ერთი ჩემი მოსწავლე არ ეწევა სიგარეტს. განა ვინმეს ვაშინებ? არა, როგორ შეიძლება შიშით რამეს მიაღწიო. ჩვენ ვმეგობრობთ. ჩემი კაბინეტი ჩვეულებრივი სამუშაო ოთახია მოსწავლეებისთვის. თბილისიდან გადმოსული მოსწავლეებიც მყოლია და მათ უთქვამთ, ასეთი რამ არ გვინახავს, ბავშვებს სკოლაში მოსვლა უხაროდეთო. ერთი ეტლით მოსარგებლე მოსწავლე მყავდა. მძიმე დიაგნოზი ჰქონდა და ძირითადად შინ სწავლებაზე უნდა ყოფილიყო. იმდენად შეუყვარდა ბავშვს სკოლა, რომ ყოველდღიურად სთხოვდა მშობლებს მოყვანას.“
პანდემიის დროს, როცა სასწავლო პროცესი ონლაინ სწავლებაზე გადავიდა, დავითმა სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს კომპიუტერები დაურიგა და ერთი მოსწავლის გამო, ყოველდღე დადიოდა სკოლაში, სადაც მას, ზამთრის ცივ დღებში, თბილ ღუმელს და ოთახს ახვედრებდა:
„თუ საჭირო გახდება, კიდევ ვივლი ერთი მოსწავლის გამო. როცა ონლაინ სწავლებაზე გადავედით, სკოლები არ ვიყავთ ამისათვის მზად. განათლების სამინისტრო გვერდში გვედგა, მაგრამ ზოგ ბავშვს ინტერნეტის პრობლემა ჰქონდა, ზოგს ტელეფონის, ზოგს კომპიუტერის და ასე შემდეგ. ჩემი მეუღლე ინფორმატიკის მასწავლებელი და საქმის მწარმოებელია. გადავწყვიტეთ, რომ სკოლაში კომპიუტერების ტყუილად დებას, იმ ბავშვებისთვის მიგვეტანა, ვისაც არ ჰქონდა. ასეც მოვიქეცით, გამოვიტანეთ კომპიუტერები და სოციალურად დაუცველ ოჯახებს დავურიგეთ. ერთ-ერთ ოჯახს არ ჰქონდა ინტერნეტი და ამიტომ, მას დავუთმე ცალკე ოთახი სკოლაში, საიდანაც ყოველდღე შეძლებდა საგაკვეთილო პროცესში ჩართვას. იმის გამო, რომ ხშირად პროგრამიდან ვარდებოდა, ან ინტერნეტის ცუდი კავშირი იყო, მეც ყოველდღე დავდიოდი სკოლაში და თბილ ღუმელსა და ოთახს ვახვედრებდი. ეს ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია და ვერაფერს ვხედავ განსაკუთრებულს. ონლაინ სწავლების პერიოდში მეუღლესთან ერთად მოსწავლეების სახლებში დავდიოდი და ყველა ხარვეზის მოგვარებაში ვეხმარებოდით.“
სკოლის პარალელურად მეფუტკრეობით არის დაკავებული. ეს ორი საქმე იმდენად ძვირფასია მისთვის, რომ ბოლომდე იხარჯება წარმატებისთვის. თუმცა, აღსანიშნია, რომ დავითი მხოლოდ, მოსწავლეების კეთილდღეობაზე არ ზრუნავს, მას ჰყავს ხუთი შვილი - ორი მინდობით აღზრდაში:
„პარალელურად მეც და ჩემი მეუღლეც „დიპლომიანი“ მეფუტკრეები ვართ. მყავს 100 ოჯახი ფუტკარი და ძალიან მიყვარს ეს საქმე. ასევე, მყავს სამი შვილი და ორი აყვანილი ბავშვი. ხუთი შვილის მამა ვარ. სოციალურად დაუცველ ოჯახებს მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის ვეხმარებოდით, განსაკუთრებით მრავალშვილიანებს. ერთ დღეს ჩემს მეუღლეს ვკითხე: შეგიძლია სხვის შვილს მოუარო? კი, როგორ არაო. სახლში რომ გყავდეს და ისე მიხედო-მეთქი. რა გაქვს ჩაფიქრებულიო, მკითხა და მეც ვუთხარი, ისეთი ბავშვი მინდოდა მომეყვანა, რომელსაც აკლდა მზრუნველობა, ოჯახური სითბო, სიყვარული. მინდოდა ერთი ასეთი ბავშვი მაინც გადამერჩინა და მიმეცა მისთვის ნორმალურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა. მიპასუხა, რომ აუცილებად მოუვლიდა. დავწერეთ განცხადება მინდობით აღზრდაზე, ჩამოვიდნენ სოციალური სამსახურიდან, შეგვამოწმეს და ჩვენდა საბედნიეროდ, მოგვენიჭა უფლება ბავშვთა სახლიდან აგვეყვანა ტყუპი და-ძმა. ბავშვები მაშინ პირველ კლასში იყვნენ, ახლა მეათეში არიან. თავიდან გაუჭირდათ ოჯახურ გარემოში ცხოვრება, მაგრამ ახლა ვერ განასხვავებთ ჩვენი ბიოლოგიური შვილებისგან. ჩვენც არასოდეს ვარჩევთ მათგან.“
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
ელექტრონული ჟურნალში სემესტრული ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა ცნობილია - ინფორმაცია მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის
მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანია მეგობრული და ალტერნატიული გზების გამოძებნა
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან არ ეშინიათ სიახლეების, აზრის თავისუფლად გამოხატვის და მუდმივად არიან ახლის ძიების პროცესში“
„ჩემი მოსწავლეებით განსაკუთრებულად ვამაყობ, რადგან ისინი არიან განათლებული, ჭკვიანი, მოწესრიგებული ქცევით თუ აკადემიური დონით...“
ასევე მოსწავლეებმა შეასრულეს ფრანგული სიმღერა კინოფილმიდან „ჩარირამა“
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული კონკურსი საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრმა გამოაცხადა
როგორც მე-9 კლასის მოსწავლე, ლუკა გვიყვება, ის და თავისი კლასი, რამდენიმე დღით, ბაკურიანში მიდიან
ჰიმნის შექმნა არა მხოლოდ მუსიკალური პროექტი, არამედ მთელი სკოლის გაერთიანების შესაძლებლობაა - ის გვახსენებს, ვინ ვართ, რა გვაერთიანებს და რას ვზეიმობა