თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს
09-07-2021
დაკოპირებულია
-
+
სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - მარიამ გვარამიამ, რატი ოთხოზორიამ, ნიკა ლაშქარავამ, აკაკი ოთხოზორიამ, ირინე ესებუამ, ლუკა მირგატიამ, ნატალი ოთხოზორიამ, მარიამ დარსაველიძემ, ნოდიკო ლაშქარავამ, ნიკოლოზ ივანიძემ, ნინო წურწუმიამ, ნატა წურწუმიამ და იოსები ოთხოზორიამ izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.