მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმსახურეს
09-07-2021
დაკოპირებულია
-
+
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ მახაშის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა - ცოტნე ცხვედიანმა და ილია ცხვედიანმა izrune.ge-ს მზაობისა და მდგრადი მზაობის სერტიფიკატები დაიმხაურეს.
აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები izrune.ge-ზე აქტიურობის მიხედვით იღებენ კლასიდან კლასში გადასვლის მზაობის ან მდგრადი მზაობის სერტიფიკატს იმის დასტურად, რომ წარმატებით დაძლეს ასაკის შესაბამისი, კლასისთვის განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამა და რომ აქვთ მომდევნო კლასის მოსწავლისთვის დამახასიათებელი ლოგიკური აზროვნებისა და წაკითხული ტექსტის გააზრების უნარ-ჩვევები.
izrune.ge ინოვაციური პროექტი და ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მოსწავლეს ეფექტური განათლების მიღებაში ეხმარება. მისი საშუალებით მოსწავლეს შეუძლია, გაიაროს თავისი ასაკის შესაბამისი კითხვებისგან შედგენილი ტესტები და შეამოწმოს საკუთარი ცოდნა.