მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |
ნინოწმინდის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა: ლაშა კეკიშვილმა, ივანე კეკიშვილმა და სოფიკო ნადირაძემ შემეცნებითი სპორტული ვიქტორინის - „ოლიმპიზმი სკოლებში“ ფინალურ ეტაპზე წარმატებით იასპარეზეს და სამახსოვრო საჩუქრით დაჯილდოვდნენ.
საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაცია, საქართველოს ეროვნული ოლიმპიურ კომიტეტთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების ბაზაზე ახორციელებს სასკოლო პროექტს - „ოლიმპიზმი სკოლებში“.
პროექტის მიზანია:პროექტის ერთ-ერთი აქტივობაა შემეცნებითი სპორტული ვიქტორინა, რომელიც ეტაპების სახით ტარდება.
თითოეულ ეტაპზე გამარჯვებულია ის მონაწილე, რომელსაც მოცემულ კითხვებზე მეტი სწორი პასუხი ექნება გაცემული და პასუხი (მოცემულ დროში) პირველი დაფიქსირდება.
ვიქტორინის პირველი ეტაპი 20 მაისს გაიმართა. რეგიონების მიხედვით გამოვლინდა 99 მოსწავლე, რომლებიც დაჯილდოვდენენ სერტიფიკატებით.
ხოლო ფინალურ ეტაპზე გასულ მოსწავლეებს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები.
20 კითხვის შედეგად კი გამარჯვებულებიც გამოვლინდნენ
დღეს, 20 აპრილს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს
„მოსწავლის საშინაო დავალება უნდა იყოს მიზანმიმართული“
„სასწავლო წლის დასასრულს საბაზისო საგნებში გამოცდებს დავამატებდი“,- მუხრანას საჯარო სკოლის მასწავლებელი მედეა ჩალაური
„ჩვენი მოსწავლეების ოცნებაა, სკოლაში ხალხური სიმღერისა და ქართული საგალობლების წრე გაიხსნას“ - ტობანიერის საჯარო სკოლის პედაგოგის გზავნილი
აქტივობას ხელმძღვანელობდა პედაგოგი მარიკა გიორხელიძე.